1 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით შექმნილი პირველი ტყავის ჩანთა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. „ქისა“ ტყავის ხელჩანთების და აქსესუარების ბრენდია, რომელიც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზარზე.

„ჩვენ თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ექსპორტზე და ამის შედეგია ის, რომ თითქმის მთლიანად უცხოეთის ბაზარზე გავდივართ. ჩვენს მიერ წარმოებული ტყავის ჩანთების და აქსესუარების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. წარმოდგენილი ვართ ისეთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, როგორიცაა  etsy.com და პროდუქციის გარკვეული ხაზი იყიდება amazon.com-ზე,“ - ეკატერინე რამიშვილი, „ქისას“ დამფუძნებელი.

ექსპორტზე წარმატების პარალელურად, კომპანიამ თბილისში საწარმო და შოუ-რუმი გახსნა, სადაც შესაძლებელია, როგორც წარმოების პროცესის დათვალიერება ისე მზა პროდუქციის ყიდვაც.

„ქისა“ 40 სხვადასხვა ტიპის და დიზაინის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის, საფულეებს, ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს, სათვალის ბუდეებს, ტყავის სამაჯურებს და სხვა. როგორც „ქისას“ დამფუძნებელი ამბობს, წელიწადში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით 1200-დან 1500-მდე ერთეულ პროდუქციას ყიდიან.

მომხმარებლის გამოცდილება კი ასეთია, ის ნახულობს და არჩევს სასურველი ჩანთის დიზაინს ბრენდის ვებგვერდზე www.qisabags.com, შემდეგ აფორმებს შეკვეთას და „ქისას“ გუნდის წევრები გულდასმით იწყებენ შეკვეთილ ნივთზე მუშაობას. ყველაფერი აქ, საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ხელით იკერება, შეკვეთის დამზადებას დაახლოებით 2 დღე სჭირდება. შემდეგ ეტაპზე კი პროცესში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნას. ასე ხვდება უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქცია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

„შეკვეთების მიღების და გაყიდვების პროცესი მთლიანად გავაციფრულეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად გვემართა. პროდუქციის 95 %-ს უცხოეთში ვყიდით. რა თქმა უნდა, გვინდა და  ვმუშაობთ ამაზე, რომ უფრო მეტი პროდუქცია გვქონდეს თბილისში, ჩვენს შოუ-რუმში,“ - ეკატერინე რამიშვილი.

„ქისას“ საწარმოში ტყავზე მუშაობის სასწავლო კურსებიც დანერგეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ საქმეს დაეუფლოს და ტყავის წარმოება წამოიწყოს. კურსზე მისულებს ყველა სამუშაო იარაღი და მასალა ადგილზე დახვდებათ.

 

სულ ახლახან „ქისამ“  USAID-ის საგრანტო პროექტში გაიმარჯვა, რაც კომპანიას საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:19

    Back2School კვირეული თიბისი კონცეპტთან ერთად...

    თიბისი კონცეპტმა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 6-დან 11 სექტემბრის ჩათვლით, შერჩეულ ობიექტ...

  • 12:13

    What would it mean to leave tip toe dancing? ან იქ...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში. გამოფენის ფარგლებში, გი...

  • 15:46

    Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას...

  • 11:38

    თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღი...

    „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“ - ვისაც ეს სიტყვათა შეთანხმება ეუცხოება, ლევან ზენაიშვილისა და Toyota Corolla-ს 32-წლიანი მეგობრობის ისტორიას  უნდა გაეცნოს. ან გაგა კოხრეიძეს ჰკითხოს,...

  • 13:09

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის თიბისისთან ერთად...

      თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.    თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...

  • 12:59

    გაეცანით თიბისის შეთავაზებებს აგრო მეწარმეებისთვის...

    თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...

  • 12:56

    რა წესები უნდა დავიცვათ, როცა მანქანაში ბავშვია - ...

      ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...