0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით.

სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:17

    10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას და ა...

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. აღნი...

  • 13:36

    ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ძმ...

    პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,...

  • 12:28

    მამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მე...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვი...

  • 16:08

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგა...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე ...

  • 12:06

    პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც საზღვარგარეთ მყო...

    სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უ...

  • 12:02

    ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა...

    ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით...

  • 18:54

    15 წლის გოგონამ 74 წლის მამაკაცი მოკლა - მას ორთვ...

    გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმც...