ბლოგების და ვიდეოების კონკურსი ემიგრანტებისთვის...
ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობ...
|
სრულიად ელექტრო ავტომობილებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ევროპული და მწვანე მანქანების შეფასების პროგრამისგან (EURO NCAP და GreenNCAP) უსაფრთხოების მაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი მოიპოვეს. აღნიშნული ავტომობილები მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (Sustainable Experience Architecture) პრინციპების საფუძველზე შეიქმნა.
Zeekr 001-ის და Zeekr X-ის მოპოვებული 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Euro NCAP-ისგან, ყველაზე მაღალი შედეგია მსოფლიოში, მომხმარებელთა უსაფრთხოების შეფასების რეიტინგში. 2024 წლის შეფასების პარამეტრები კიდევ უფრო მკაცრი იყო, ვიდრე წინა წლებში. Zeekr-ის ორივე მოდელმამაქსიმალური, 5-ვარსკვლავიანი შეფასება GreenNCAP-ის რეიტინგის მიხედვითაც მიიღო. აღნიშნული შედეგები ნათლად ასახავს Zeekr-ის ავტომანქანების უსაფრთხოების თანამედროვე, გაუმჯობესებულ მახასიათებლებს და მათ მიერ შეტანილ წვლილს მდგრად განვითარებაში.
ელექტრო ავტომანქანებმა Zeekr 001-მა და Zeekr X-მა უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგი შეჯახებისგან დაცვის ეფექტური, მაღალი დონის სისტემის წყალობით მოიპოვეს. ის უზრუნველყოფილია 720-გრადუსიანი, შესანიშნავი წრიული ხილვადობის მქონე ავტომანქანის ძარის სტრუქტურით და ძლიერი,თერმოფორმირებული ფოლადით. მოდელის ყველა ვარიანტი აღჭურვილია უსაფრთხოების 7 ბალიშით(აირბაგით), რომლებიც შეჯახების შემთხვევაში გაბერილ მდგომარეობაში რჩება 6 წამის განმავლობაში.
უსაფრთხოების სისტემების სრული კომპლექტი უზრუნველყოფს მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებს. მათ შორის დახვეწილი ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭების სისტემა(AEB), რომელიც დროულად ამოიცნობს და რეაგირებს ადამიანის შემჩნევისას; ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (LKA), რომელიც ეხმარება ყურადღებაგაფანტულ მძღოლებს, დარჩნენ სამოძრაო ზოლში; და მძღოლის მდგომარეობისმონიტორინგის სისტემა (DMS), რომელიც ოპერატიულად აფრთხილებს მძღოლს დაღლილობის ან ყურადღების გაფანტვის ნიშნების შესახებ.
Zeekr 001-მა და Zeekr X-მა ასევე მიიღეს 5-ვარსკვლავიანი რეიტინგი Green NCAP-ის მიერ ჩატარებული შეფასების ფარგლებში. მოდულური ელექტრომობილის პლატფორმის SEA (SustainableExperience Architecture) მაღალი ინტეგრირებული ეფექტურობის წყალობით, ორივე მოდელმა შეამცირა ენერგიის მოხმარება და გაზარდა სვლის მარაგირეალურ სამყაროში.
Zeekr-ის შესახებ
Zeekr-ი Geely Holding Group-ში შემავალი გლობალური ბრენდია, რომელიც პრემიუმ კლასის მაღალტექნოლოგიურ ელექტრომობილებსაწარმოებს. Zeekr-მა ავტომობილების წარმოება 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც კომპანიამ უკვე 240,000-ზე მეტი მანქანის რეალიზაცია შეძლო, მათ შორისაა Zeekr 001, Zeekr 001 FR, Zeekr 009 MPV და Zeekr X.
კომპანია Zeekr-ი მოწოდებულია, შექმნას სრულად ინტეგრირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემა ინოვაციების გამოყენებით, რომელიც საბოლოოდ კომპანიის სახელმძღვანელო სტანდარტად გარდაიქმნება. ბრენდი იყენებს SEA (Sustainable Experience Architecture) მოდულური ელექტრომობილის პლატფორმას, რომელიც შექმნილია Geely Automobile Holdings-ის მიერ. გარდა ამისა, ფლობს აკუმულატორების წარმოების საკუთარ ტექნოლოგიებს, აკუმულატორების მართვის სისტემებს, ელექტროძრავის ტექნოლოგიებსა და ელექტრომობილების მიწოდების უწყვეტ ჯაჭვს. Zeekr-ის ღირებულებებია თანასწორობა, მრავალფეროვნება და მდგრადობა.
Zeekr-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები განლაგებულია შვედეთში, კერძოდ გოტებურგში, ხოლო ჩინეთში - შანხაისა და ნინგბოში. ბრენდი ამაყობს თავისი უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობით და მსოფლიო დონის გამოცდილებით. გოტებურგსა და შანხაიში დაფუძნებულ Zeekr-ის გლობალური დიზაინის განყოფილებაში (Zeekr Global Design) მუშაობს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი.
კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ გეგმავს ავტომობილების რეალიზაციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ელექტრომობილებზე სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბრენდს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური განვითარების გეგმა აქვს.
ფინანსური განათლების გავრცელების სხვადასხვა და ეფექტური არხების განვითარების ხელშესაწყობად, ასევე, ემიგრანტთა სეგმენტის წინაშე არსებული თემატური გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ცნობადობ...
25 ივლისს, თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბი...
თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი - „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკ...
„თუ ვამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, ესე იგი, ჩვენი მოსავლელიცაა“, - ამბობს ზაქარია დოლიძე, „კეთილი მანქანის“ შემქმნელი, რომელმაც ქვეყნის მოვლაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა 6 წ...
თიბისი კონცეპტი, დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში? გამოფენას თიბისი ...
ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა. მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი. ასევე, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ა...
· ჰოლდინგმა კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი ევროსა და 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა „თეგეტა ჰოლდინგის“ ფასიანი ქაღალდების მორი...
კომენტარები