2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება – მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

გუშინ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოქალაქეები თბილისში დაწესებული აკრძალვების გამი, “საქეიფოდ” მცხეთაში მიდიოდნენ.

მეზვრიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები