0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„არ უნდა გავხსნათ სკოლები და საბავშვო ბაღები, ახალი შტამი ბავშვებისთვის საშიშია“

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამისერთი შემთხვევა უკვე დადასტურდაროგორცგვითხრესმოძიებულია კონტაქტები და მისიგავრცელების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანესთუმცა ფაქტია ახალი საფრთხის წინაშე დავდექითმით უმეტესრომ ეს შტამი განსაკუთრებითბავშვებისა და 19 წლამდე პირებისთვისაა საშიშიყოველ შემთხვევაშიბრიტანელი ეპიდემიოლოგებისწორედ ამას ამბობენ.

„კორონავირუსის ახალი შტამი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის“, - განაცხადა  ლონდონის სამეფო უნივერსიტეტის უფროსმა ეპიდემიოლოგმა, მარია დიპტი გურდასანიმ  და დასძინა, რომ კოვიდ 19-ის ახალი შტამის მიმართ ბავშვებთან ერთად, 19 წლამდე პირები მოწყვლადები არიან - აქედან გამომდინარე, საფრთხე მხოლოდ ის არაა, რომ ვირუსი უფრო ფართო ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს, არამედ, ისიც, რომ ბავშვები ვირუსის უკონტროლო გადამტანები არიან და შესაბამისად, ახალი შტამის უფროსებზე გავრცელების რისკი ძალიან მაღალია.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში არამედ მსოფლიოში, არავითარ შემთვევაში, არ უნდა გავხსნათ სკოლები და საბავშვო ბაღები, სანამ ამ დაწესებულებების უსაფრთხოებას ბოლომდე არ უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა გურდასანიმ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები