თიბისი აგრობიზნესისთვის - აჭარული ლურჯი მოცვის მო...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
|
Feel the PAWer of love in Zugdidi - ორგანიზაციამ Animal Project ზუგდიდის სკეიტ-პარკში ამ სახელწოდებით სახალისო, ინტერაქციული და ინფორმაციული აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართა. ორგანიზატორებმა მიზნად დაისახეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კომპანიონი ცხოველების შესახებ. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია მიუსაფარი ცხოველების სოციალური პრობლემების გადაჭრის გზების, სტერილიზაცია/კასტრაციის, ასევე ყიდვის ნაცვლად ცხოველების ქუჩიდან ან თავშესაფრიდან აყვანის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.
ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის დამფუძნებელი: „საქართველოში მიუსაფარი ცხოველების სახით ძალიან მწვავე სოციალური პრობლემის წინაშე ვდგავართ, მისი მოგვარება კი საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა, დაიცვან ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის წესები და რეგულაციები და სახელმწიფოს ამ პრობლემაზე მუშაობის დაწყება მოსთხოვონ. ზუგდიდში გამართული ღონისძიება სწორედ საზოგადოების გაძლიერებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში არ უნდა ცხოვრობდნენ, ამისათვის კი ჩვენი ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.“
„თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით, ღონისძიებისთვის დამზადდა და საბავშვო კუთხეში განთავსდა მიუსაფარი ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლები, რომლებიც გამოფენის მცირეწლოვანმა სტუმრებმა ფერადი საღებავებითა და პულივიზატორებით მოხატეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ სახლები მიუსაფარი ცხოველებისთვის ზუგდიდში დაიდგა.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და მიხარია, რომ Animal Project-თან ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის ბევრი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მხარში დავუდგეთ იმ ხალხს, ვინც კარგად იციან ცხოველების საჭიროებები. ვფიქრობ, რომ ზუგდიდში გამართული ღონისძიება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას მიუსაფარი ცხოველების შესახებ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „თეგეტას“ ჩართულობით, თბილისის შემდეგ, ცხოველებისთვის სახლები უკვე ზუგდიდშიც განთავსდა.“
Feel the PAWer of love in Zugdidi რამდენიმე აქტივობას მოიცავდა: „მეტისების არაჩვეულებრივ გამოფენას,“ ქუჩიდან აყვანილი ცხოველების ფოტო-გამოფენას, ბროშურების გავრცელებას, საბავშვო და გასტრონომიულ კუთხეებს, ლეკვების კუთხეს, საიდანაც სამი მიუსაფარი ლეკვი გაჩუქდა. მოეწყო ზუგდიდის რეგიონის მეწარმეების მიერ შექმნილი ნივთების ბაზრობა, რომლისგან შემოსული თანხაც მიუსაფარი ცხოველების გადარჩენას მოხმარდება.
ზუგდიდში გამართული ღონისძიება რეგიონში ცნობიერების ამაღლებაზე ფოკუსირებული პროექტის ნაწილია, რომელსაც Animal Project ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს.
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
„პორშე ცენტრი თბილისის“ ინიციატივით ბათუმში პირველად Service Clinic-ის პროექტი გაიმართა. მომხმარებელზე ზრუნვის იდეით შექმნილი პროექტის ფარგლებში, 26-27 აპრილს, პორშეს სერტიფიც...
2025 წლის 30 მაისს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, თბილისში, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართება. ღონისძიების მთავარია მიზანია გიორგის სახელის უკვდავყოფა და იმ ღირებულებე...
29 აპრილს PSP ფარმას სადისტრიბუციო საწყობს ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები ესტუმრენ. PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სა...
თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს, ამიტომ ისინი ამ გამორჩეული შესაძლებლობით სარგებლობას სულ მალე, 05.05.2025-ში, კვლავ შეძლებენ. 5 მაის...
თუ ხარ თვითდასაქმებული და შენი საქმე გიყვარს, თიბისიში ყველა პირობა დაგხვდება იმისთვის, რომ იყო ერთი ნაბიჯით წინ. თიბისიში თვითდასაქმებულებს, ფრილანსერებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს შესაძლებლობ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები