გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტის გამარჯვებულ კომპანია „ედანას“ თიბისისგან ჯილდოს სახით საქართველოს 6 დიდი ქალაქში ეთნო-ტურნე გადაეცა. „ედანას“ ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის გადაეცა. ონის რაიონში დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და მასში დასაქმებულ ქალებზე კომპანიის დამფუძნებელი, ლილი მაისურაძე გვიამბობს:
„ჩვენი ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა, მოდის დიზაინის კურსდამთავრებულმა, რაჭაში დაბრუნება და ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მინდოდა. სწორედ ამ მიზნით დავაარსე სოციალური საწარმო „ედენა“.
პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნება იყო, ჩვენს რეგიონში მალევე გავავრცელე ხმა და ხელსაქმის შესწავლის მსურველები მოვიზიდე. მათ შორის იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფროსი თაობის ქალები, შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.
საქმიანობა ონის კუტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში დავიწყეთ, სადაც 12 ქალს თექაზე მუშაობასა და აბრეშუმის მოხატვას ვასწავლიდი. აქედან 4 ქალი დღემდე ჩვენს საწარმოში მუშაობს.
საწარმოს გაფართოებისა და განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებდით. განსაკუთრებით გვეხმარებოდა საერთაშორისო გრანტები. ჯამში რვა საგრანტო პროექტში გავიმარჯვეთ. „ფერმერთა ასოციაციის ქალების გაძლიერების პროგრამა“ დანადგარების შეძენაში დაგვეხმარა. „გაეროს განვითრების პროექტის“ ფარგლებში საკუთარი სივრცე შევიძინეთ, გავარემონტეთ და მაღაზია გავხსენით. ამავე დროს გადავამზადეთ 45-მდე ადგილობრივი ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენს საწარმოში დარჩა, ნაწილი კი საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ქალებს, რომელთაც სწავლება ჩვენთან არ გაუვლიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ქმნიან საინტერესო პროდუქტს, ასევე ვეხმარებით -მათ ნაწარმს ჩვენს მაღაზიაში ვყიდით.
პარალელურად ჩართულები ვართ ევროკავშირისა და USAID-ისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ძალადობაგამოვლილი და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. გრანტების დახმარებით უკვე 70-მდე ქალი გადავამზადეთ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ 20-მდე ქალის გადამზადებას ვგეგმავთ.
“ედანა“ 5 მიმართულებით მუშაობს, ესენია: თექა, აბრეშუმზე ხატვა, ჯვრულ-ნაქარგობა, მინანქარი და ქართული სუვენირები. ვკერავთ ჩანთებსა და ქუდებს, ვამზადებთ ოთახის სადეკორაციო ნივთებს და ტანსაცმელს - ჟილეტებსა და ყაბალახებს. ვაწარმოებთ ხის სუვენირებს სპეციალური ლაზერული ჭრის აპარატით. ამ პროდუქციას ვყიდით ჩვენს მაღაზიაში და ასევე ონლაინ. წარმოდგენილი ვართ საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე. ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკაში ერთ-ერთ ქართული სუვენირების მაღაზიასთან.
შევიძინეთ რაჭული ბეღელი და გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ეზოში, საწარმოსა და მაღაზიასთან ერთად, ახალი, სადეგუსტაციო სივრცისთვის, სადაც რაჭული სასუსნავები მოიყრის თავს.
2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოების პროექტში და, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ ნომინაციაში რეგიონის განვითარებისთვის. ამ ფაქტმა, პირველ რიგში, თვითშეფასება აგვიმაღლა და საკუთარ თავებში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, დაგვიფინანსდა ეთნო-ტურნე, რომლის ფარგლებშიც ვეწვევით საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს - თბილისს, მცხეთას, თელავს, ბათუმს, ზუგდიდსა და მესტიას, სადაც ჩავიტანთ ჩვენს პროდუქციას და ვუმასპინძლებთ გამოფენებს, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს და მოვიზიდავთ თანამშრომლებს.
თიბისის პროექტში გამარჯვებამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა, რაც აისახა რიცხვებზეც.
სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორებს.“
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები