გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
Rally Adventure Georgia-ს საქართველომ წელს მეხუთედ უმასპინძლა. ის ყველაზე მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრებაა, რომელიც უგზოობის პირობებში იმართება. სათავგადასავლო რალის მონაწილეების - მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟი #52-ის მხარდამჭერი წელს „თეგეტა მოტორსი“ იყო.
პილოტმა მაო გოშაძემ ქალთა კატეგორიაში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან, ერთად იასპარეზა. წლევანდელი სათავგადასავლო რალი მაოს ქალიშვილის, მარიამ ნანობაშვილის, ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წინა წლებში ეკიპაჟი N52-ის შტურმანი იყო.
Rally Adventure Georgia-ს მეორე საპრიზო ადგილი სწორედ ეკიპაჟმა #52-მა დაიკავა. მათი ავტომობილის ტექნიკურად გამართვასა და რალისათვის შესაბამის აღჭურვილობაზე კი „თეგეტა მოტორსმა“ იზრუნა.
მარიამ ხოსიტაშვილი, #52 ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი: „ეკიპაჟი #52 რალიში მესამედ მონაწილეობს, თუმცა მე შეჯიბრებაში პირველად ჩავერთე და შტურმანის ადგილი დავიკავე. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო, რადგან შტურმანობისთვის სწორედ მარიამ ნანობაშვილმა მომამზადა. სამი თვის განმავლობაში მავარჯიშებდა, მიხსნიდა, მასწავლიდა. ოფროუდის გამოცდილება არასდროს მქონია, თუმცა ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ მარიამ ნანობაშვილი დამეხმარა, რომ რალიში პირველი ნაბიჯები გადამედგა. ემოცია გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.
ჩვენი ეკიპაჟის ასპარეზობა მარიამ ნანობაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო მთავარი მოტივაცია გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა, მაინტერესებდა, რამდენად გავართმევდი თავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მარიამისა და მაოს გამოსვლებში აქამდე მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს. ვფიქრობ, ეს შეჯიბრება თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ წინააღმდეგობების გადალახვისას სქესი დაბრკოლება არ არის. ასპარეზობისას სირთულეს ვერ აღიქვამ, იმდენად ორიენტირებული ხარ მიზანზე. წინააღმდეგობებთან შეჯახება კი თავდაჯერებულობას გმატებს და კიდევ უფრო გაძლიერებს“.
ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტა მოტორსისთვის“ ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ოფროუდით გატაცებული ქალებისთვის დაგვეჭირა მხარი. წელსაც Rally Adventure Georgia-ს ერთ-ერთი ეკიპაჟის სპონსორები ვიყავით და მიხარია, რომ მათ მეორე ადგილი დაიკავეს ასპარეზობაში. რაც შეეხება რალის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩავერთოთ ამ სფეროს განვითარებაში და ამ პროცესშიც შევიტანოთ წვლილი“.
სათავგადასავლო რალი საქართველო-2023-მა სტარტი 1-ელ ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. შეჯიბრების მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წესები კი - არა. რალის თითოეული ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება: მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა იყოს. ქალების მონაწილეობა სათავგადასავლო რალიში ღონისძიების კონცეფციის ნაწილია. შეჯიბრების მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ ამ რთულ მისიას ქალები საუკეთესოდ ართმევენ თავს.
წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მისიაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, მონაწილეებმა ორ რეგიონში, იმერეთსა და სამეგრელოში, დახმარება 50 ოჯახს აღმოუჩინეს.
Rally Adventure Georgia-ს მონაწილეებს გზად სასტუმრო საირმემ უმასპინძლა. რალი 7 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში დასრულდა. შეჯიბრების დასასრულს წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები