0 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“გაათმაგებულია ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა, ხალხი მდიდრდება.. ბიზნესი, ქვეყანა ვითარდება, იზრდება” - ღარიბაშვილი

"ბოლო 3 წელში, დაახლოებით, 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, თითქმის 8 000 დოლარზე გადის წლის ბოლოს. შედარებისთვის, 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო, თუ სწორად მახსოვს, 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მილიარდი დოლარი, თუ არ ვცდები, და ამდენივე, 22 მილიარდი ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა, ხალხი მდიდრდება, ბიზნესი, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენ ბოლო 10 წელია ამ კურსს, ამ ტრენდს მივყვებით" -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები