1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, რაგბის საგულშემატკივრო ნივთები უკვე გაყიდვაშია

 

#ერთადგავიმარჯვებთ

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ თიბისისთან ერთად ემზადება. #ერთადგავიმარჯვებთ კამპანიის ფარგლებში, საგულშემატკივრო ნივთების შეძენა სითი მოლში, თიბისის პოპ-აპ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარ მომხმარებლებს მაღაზიაში რაგბის თემატიკით ბრენდირებული ნივთების და ტანსაცმლის კოლექცია დახვდებათ. გლობალურ ასპარეზზე გამარჯვებას მთელი ერი მოუთმენლად ელის, რისთვისაც თითოეული ქართველი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდება. ერთიანი შემართებისა და გულშემატკივრობის გამოხატვა კი უკვე ბრენდირებული კოლექციით იქნება შესაძლებელი.

მომხმარებელს საგულშემატკივრო ნივთების თიბისის ნებისმიერი სადებეტო ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები