1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჭიათურელი მაღაროელების აქცია-მსვლელობა "ჯორჯიან მარგანეზისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებთან

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მეორე დღეა აქციას მართავენ. გაფიცულები "ჯორჯიან მარგანეზისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობებთანაც მივიდნენ.

მაღაროელების მთავარი მოთხოვნა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

"რატომ მიგვიყვანეთ ამ ზომამდე, ვენების გადაჭრამდე, თვალების ამოკერვამდე,პირის ამოკერვამდე, გამოდით და პასუხი გაგვეცით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მაღაროში დასაქმებულებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და აღნიშნეს, რომ ისინი მონობას არ შეეგუებიან, გაფიცვა კი შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

“ჩვენ არ გავჩერდებით. ყველგან მოგაგნებთ და გეტყვით, რომ თქვენს მონობას არ დავემორჩილებით. ჩვენ არ ვაპირებთ აქედან ისე წასვლას, რომ ჩვენი ჭიათურა ისევ პრობლემებში დაგვხვდეს”, - აღნიშნეს მაღაროელებმა “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან, რის შემდეგაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შენობასთან გადაინაცვლეს და საჯაროდ მოითხოვეს, რომ მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები