0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, "ოცნებამ" “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღევანდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

განსახილველად წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე გადამუშავდა და შეიცვალა.

პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება.

პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება, ნაცვლად საქართველოს მთავრობისა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს “სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები შეიმუშაოს, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: - ეფექტური კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება; უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება; სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა; ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა, იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით; პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება; საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები