1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი “BB”-მდე, სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings-მა თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი „BB-“-დან „BB“-მდე,  სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა.

Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილება მიღწეულია რამდენიმე გარემოებით, მათ შორის: გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით, აქტივების ხარისხით,  მომგებიანობით და  ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის განსაკუთრებული სიძლიერით.

რეიტინგის გაუმჯობესება კომპანიის გაზრდილ ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის.

„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგის ფინანსური შედეგებით განსაკუთრებით წარმატებული 2022 წელი დადებითად აისახა  საკრედიტო რეიტინგზე და Fitch-მა აღნიშნული პარამეტრი „BB-“-დან „BB“-მდე გაგვიუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის წლებია ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგის ვინარჩუნებთ, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ასახავს  თიბისი ლიზინგის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის ფინანსურ მდგრადობას და განვითარების პერსპექტივებს,“ -  ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

თიბისი ლიზინგი, როგორც მოწინავე სალიზინგო კომპანია საქართველოს ბაზარზე  20 წელია საქმიანობს და ამ ეტაპზე  სალიზინგო ბაზრის 82%-ს იკავებს.  2022 წლის ბოლოს მდგომარეობით, კომპანია 338 მილიონი ლარის მოცულობის  პორტფელს მართავდა, რომელიც დივერსიფიცირებულია  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები