1 8 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

უფრო დახვეწილი და მეტი პერფორმანსი: პორშემ ახალი კაიენი წარადგინა

 

პორშემ კაიენის მესამე თაობა სრულად განაახლა. ცვლილებები მოიცავს

ამძრავებს, სავალ ნაწილს, დიზაინსა დაკომპლექტაციას. კიდევ უფრო გაიზარდა და კომფორტული გახდა ავტომობილის შესაძლებლობები ქალაქის გზებსა თუ უგზოობაზე.

 

„ეს პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ვრცელი განახლებაა პორშეს ისტორიაში“, - აცხადებს კაიენის წარმოების ვიცე-პრეზიდენტი, მიხაელ შეტცლე.

განახლებული კაიენი მაღალი გაფართოების HD-Matrix-LED-ფარებით არის აღჭურვილი, რაც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. სიახლეა ჰაერის ფილტრაციის სისტემა, რომელიც სალონშია ჩამონტაჟებული. ასევე პირველად სწორედ ახალ კაიენში გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი გასართობ-საინფორმაციო სისტემა ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით. 

მნიშვნელოვნად დახვეწილი დიზაინითა და უმძლავრესი ამძრავებით კაიენი ახლა კიდევ უფრო მეტად გამოხატავს SUV-სეგმენტში სპორტ ქარის თვისებებს.

 

 

 

გაციფრულებული და მძღოლზე ორიენტირებული კოკპიტი

პორშემ ახალ კაიენში მაჩვენებელთა დაფის, ხელსაწყოთა პანელის, ეკრანისა და მისი მომსახურების სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფცია წარმოადგინა, რომელსაც Porsche Driver Experience ეწოდება.

ახალი კოკპიტი მოიცავს საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს ახალი დიზაინით, რომელსაც ჩვენების ცვალებადი შესაძლებლობები აქვს. ასევე განახლებულია ცენტრალური კონსოლი, ახალი თაობისაა ავტომობილის საჭეც. ავტომატიკის ბერკეტი ახლა საჭის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ამ ცვლილებამ ცენტრალურ კონსოლზე კლიმატკონტროლის რეგულირების დაფისთვის მეტი სივრცე გააჩინა. დაფა შავი პანელის სახითაა წარმოდგენილი. 

 

 

საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, რომელიც სრულად ციფრულია, 12,6-დუიმიანი ეკრანით არის წარმოდგენილი. მასზე მძღოლს 7-ამდე სხვადასხვა დიზაინის მორგება შეუძლია. 

ხედების მიხედვით, წინა პლანზე შეიძლება ჩანდეს ტაქომეტრი, ონლაინ ნავიგაცია, ღამის ხედვის ასისტენტი ან მართვის 3D ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლასიკური, პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინის არჩევაც. დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია გაუმჯობესებული Head-up-დისპლეი. მაღალი გარჩევადობის, სერიული12,3-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი პორშეს კომუნიკაციების მენეჯმენტის (PCM) კონტროლის ცენტრია.

 

მნიშვნელოვანი სიახლეა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი 10,9-დუიმიანი ეკრანი, რომლითაც შესაძლებელია, მაგალითად, მუსიკის ან ნავიგაციის მართვა. ეკრანი,უსაფრთხოების მიზნით, მიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან. თანამგზავრს შეუძლია, საკუთარ ეკრანზე მხოლოდ თავისთვის ჩართოს სხვადასხვა ვიდეო ან ფილმი.

 

უკეთესი დიზაინიგანათების ინოვაციური ტექნიკა

 

ახალი კაიენი განსაკუთრებული ექსპრესიულობით გამოირჩევა. განახლდა ავტომობილის წინა მხარე, რომელზეც უფრო მეტად თაღოვანი ფრთები და მაღალტექნოლოგიური ფარები ავტომობილის სიგანეს მკვეთრად გამოხატავს. უკანა ნაწილის მთავარი დამახასიათებელი ნიშნები კი 3-განზომილებიანი მაშუქები, გლუვი ზედაპირები და ახალი უკანა ბამპერის საშხეფარია, ინტეგრირებული სანომრე ნიშნით.

 

 

 

ფერების კიდევ უფრო მეტი არჩევანი, სპორტული პაკეტები წონის 33 კილოგრამამდე დამსუბუქებით „კაიენ კუპესთვის“ და ალუმინის დისკების არჩევანი20-იდან 22 დუიმის ჩათვლით, იმის გარანტიაა, რომ ახალი კაიენის განსაკუთრებით ინდივიდუალურად და სპორტულად კონფიგურირებაა შესაძლებელი.

 

ახალ კაიენში Matrix-LED-ფარები სერიულ კომპლექტაციაში შედის. სიახლეა დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომი HD-Matrix-LED-ფარები. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც მაღალი გაფართოების ორ მოდულსა და თითო ფარზე 32 000-ზე მეტ პიქსელს მოიცავს, ავტომობილის განათება სრულიად ახალ, უფრო მაღალ დონეზეა. მოდულების სიკაშკაშე სვლის სიტუაციის მიხედვით 1000-ზე მეტი საფეხურით რეგულირდება. განათების რეჟიმის წყალობით უმჯობესდება უსაფრთხოება და იქმნება მეტი კომფორტი. 

 

 

გარდა ამისა, პორშემ ახალ კაიენში ჰაერის ხარისხის სისტემა დანერგა, რომელიც ვითარების შესაბამისად მოქმედებს. მაგალითად, წინასწარ ხვდება, რომ  ავტომობილი გვირაბს უახლოვდება და ავტომატურად ააქტიურებს ჰაერის რეცირკულაციას. ასევე სენსორი აღიქვამს ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის დონეს და საჭიროებისამებრ ამუშავებს სალონის გამჭოლ ვენტილაციას. უფრო მეტიც: იონაიზერი ჰაერს აცილებს სხვადასხვა მავნე ნივთიერებას და დამაბინძურებელ პოლუტანტებს, რაც ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაც უდიდესი შვებაა.

 

ახალი კაიენის მფლობელების განკარგულებაში იქნება გაუმჯობესებული ასისტენტ სისტემების საკმაოდ დიდი არჩევანი. მაგალითად, სისწრაფის ლიმიტის აქტიური ასისტენტი, ასევე მიმართულების უეცარი ცვლილების ასისტენტი, მოხვევის ასისტენტი და გაუმჯობესებული Porsche InnoDrive, როგორც ადაპტირებადი კრუიზკონტროლის შემადგენელი ნაწილი. 

 

პორშემ ახალი კაიენი ფოლადის საკიდრით აღჭურვა, რომელიც პორშეს დაკიდების სისტემის აქტიური მენეჯმენტის სისტემას (PASM) მოიცავს. 

საგრძნობლად გაუმჯობესდა კომფორტი ნელი სვლის დროს და მანევრულობა მოსახვევების დინამიკურად გავლის მცდელობისას, კიდევ უფრო შემცირდა ცხვირის აწევ-დაწევა და ავტომობილის გადახრა. ახალი ადაპტირებადი პნევმოდაკიდება 2-კამერიანიდა 2-სარქვლიანი ტექნოლოგიით ავტომობილის მართვას კიდევ უფრო მოსახერხებელსა და სასიამოვნოს ხდის. მძღოლის სურვილზეა დამოკიდებული სვლის რეჟიმის არჩევაც: „ნორმალი“, „სპორტი“ ან „სპორტ პლუსი“.

 

 

 

ჰიბრიდული მოდელი მეტი სიმძლავრითა და 90 კილომეტრამდე მანძილის ელექტროსვლით გავლის რესურსით

 

ახალი კაიენის დებიუტი ევროპაში 3 სხვადასხვა მოტორიზებით  (ძრავის 3 სხვადასხვა ვერსიით) შედგება. ახალ Cayenne S-ში V6-აგრეგატი პორშეს მიერ მრავალმხრივად განვითარებულმა, 4 ლიტრი მოცულობის V8-Biturbo ძრავამ შეცვალა. 474-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 600-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით (34 ცხენისძალით და 50 ნმ-ით მეტი) ახალი კაიენი ასეთი მოტორიზებით 100 კმ/სთ-მდე 4,7 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სისწრაფე 273 კმ/სთ-ია.

 

ახალი კაიენის საწყისი ვერსია კი ოპტიმიზებული 3-ლიტრიანი V6-ტურბოძრავაა, რომელსაც 353 ცხენისძალა და 500-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც წინამორბედთან შედარებით 13 ცხენისძალით და 50 ნმ-ით მეტს ნიშნავს. 

გარდა ამისა, 6-ცილინდრიანი ძრავა ასევე Cayenne E-Hybrid-ის საბაზისო აგრეგატია. ახალ, 176-ცხენისძალიან (130 კვ) ელექტრომოტორთან ერთად მისი სისტემური სიმძლავრე 470 ცხენის ძალას შეადგენს. სისტემა აღჭურვილია გაუმჯობესებული, ახლა უკვე 25,9 კვ.სთ-იანი ელემენტით (ადრე 17,9 კვ.სთ იყო), რომლის მეშვეობითაც ელექტროსვლის რესურსი  WLTP-ის მიხედვით 90 კილომეტრამდე გაიზარდა. ელემენტის უფრო დიდი ტევადობის მიუხედავად, ახალი, 11-კილოვატიანი ონბორდ-დამტენი დამუხტვის დროს ამცირებს და ეს დრო ახლა ორსაათ-ნახევარზე ნაკლებია. 

 

ახალი კაიენის საწყისი, სერიული კომპლექტაცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა - პირველ რიგშიMatrix-LED-ფარებით, PASM-ით, 20-დუიმიანი დისკებით, პარკასისტენტით, უკუსვლის კამერით და ასევე სმარტფონის უკაბელო დამუხტვის ფუნქციის მქონე სათავსით.

--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები