გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
ახალი წლის ჯადოსნური პერიოდისთვის მზადება ნელ-ნელა იწყება. განსაკუთრებულ დღეებს კი მოულოდნელობები არ უხდება. იმისათვის, რომ დღესასწაულზე უსიამოვნო თავგადასავლებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ, მნიშვნელოვანია, ავტომობილის დეტალები გადაამოწმოთ და მის საიმედოობაში დარწმუნდეთ.
სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძღოლების 100%, ის, ვინც ზამთარში საბურავს არ ცვლის, ერთხელ მაინც ეხვევა უსიამოვნო თავგადასავალში. თან, თუ ეს უსიამოვნება ახალი წლის ღამეს ხდება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
ასეთი უსიამოვნო თავგადასავლის, მეგობრების განრისხებული მზერისა და თავბრუსხვევის ასარიდებლად უმჯობესია, საბურავების შეცვლაზე უკვე იზრუნოთ. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს, რაც შემდგომში ავარიის მიზეზი ხდება. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ.
საბურავების სეზონურ ცვლილებასა და გასათვალისწინებელ რჩევებზე „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდ მენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი საუბრობს.
რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ხარისხიანი საბურავი ავტომობილისთვის?
„საბურავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან ის პირდაპირ კონტაქტშია გზის ზედაპირთან. არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.
რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?
„ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“.
ვიზუალური განსხვავების გარდა, შემადგენლობის მხრივაც თუ განსხვავდება ზაფხულის საბურავი ზამთრისაგან?
„საბურავის სეზონის განმასხვავებელ ინდიკატორად ხშირად გამოიყენებენ, უბრალოდ, კაპრონის (ზაფხულის) და რეზინის (ზამთრის) შემადგენლობებს, სინამდვილეში კი საბურავი უამრავი ნივთიერებისა თუ კომპონენტისაგან შედგება.
საბურავების სეზონურობას მისი ქიმიური შემადგენლობა და პროტექტორის კონფიგურაცია განსაზღვრავს. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავში პირიქით - შემადგენლობა დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მოჭიდების უნარს კარგავს, ხოლო ზამთრის საბურავი პირიქით, ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ძველებურად ეფექტიანია აღარ არის“.
რა განსხვავებებია ახალსა და მეორად საბურავს შორის?
„ყველა საბურავს აქვს შესაბამისი ექსპლუატაციის ვადა და შენახვის პირობები. ამასთანავე, ექსპლუატაციის პერიოდში მისი პროტექტორი ცვდება და საბურავი გამოშრობას იწყებს. საბურავების შეძენისას, ხარისხთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი ასაკიც, რადგან მეორადი საბურავით გადაადგილება საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ზამთარშიც და ზაფხულშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ საბურავი არა მარტო ცვდება, არამედ ძველდება კიდეც - დროის გასვლასთან ერთად, მისი შემცველი ნივთიერებების ეფექტიანობის კოეფიციენტი დაბლა იწევს“.
ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.
--
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
კომენტარები