2 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

ნოემბრის ინფლაცია თიბისი კაპიტალის მოლოდინებზე მაღალი იყო. მაშინ, როდესაც მომსახურების ფასების დინამიკის უფრო გვიანი დანორმალიზება თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარია და ამ მხრივ, ფაქტობრივი და საპროგნოზო მაჩვენებლები იდენტურია. საერთაშორისო ბაზრებზე არაერთი საქონლის გაიაფების ადგილობრივ ბაზარზე გადმოცემა, ახლა მხოლოდ მცირედით, თუმცა როგორც ჩანს ჯერ კიდევ მოსალოდნელია. ასევე, სურსათის რიგი სეზონური  კატეგორიები, მოლოდინებზე მხოლოდ გარკვეულწილად, მაგრამ მაინც უფრო მეტად გაძვირდა. 

 

მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის ინფლაციის შემცირების პროგნოზი კვლავ ძალაშია. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკვე ფაქტობრივი, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლები სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი შემცირების დინამიკას აჩვენებს. ნოემბრის ყოველთვიური ინფლაციის 0.5%-იანი ნიშნული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით დაახლოებით 0.3-0.4%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 5%-იანი წლიური ინფლაციის ტოლფასია. უფრო მეტიც, ოქტომბერში ანალოგიური მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო. შესაბამისად, მსგავსი დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, რაც თიბისი კაპიტალის აზრით სწორედ საბაზო სცენარია, წლიური ინფლაცია, რომელმაც ოქტომბერში - 10.6%, ნოემბერში კი 10.4% შეადგინა, გაანგარიშებიდან მაღალი საბაზო ეფექტის გასვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება. 

 

ამ, უფრო ტექნიკური დეტალების გარდა, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველებს შეგახსენებთ, რომ თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი, საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემდგომ დანორმალიზებას და ასევე, 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდის ბევრად უფრო ზომიერ ნიშნულს ეყრდნობა. საკუთრივ, ძირითადად მაღალი საბაზო ეფექტის გამო, და ასევე გლობალური რეცესიის რისკის გათვალისწინებით, ზრდა დაახლოებით 10%-დან, როგორც ჩანს დაახლოებით 3.5%-მდე ან შესაძლოა უფრო მეტადაც შემცირდება. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ წლიურ გამოხატულებაში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შენელება, უკვე მომდევნო წლის პირველ კვარტალში იქნება თვალსაჩინო. მიმდინარე წელს კი, ოქტომბრის 8.3%-იანი ზრდის მსგავსად, კვლავ უფრო მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდება. ასევე საყურადღებოა, რომ რეალური საკრედიტო აქტივობა, ყველა საზომით უკვე მკვეთრად შენელებულია. ამდენად, მართალია, 2023 წლის საშუალო ინფლაციის თიბისი კაპიტალის ადრინდელი, 4%-იანი პროგნოზი სავარაუდოდ გასაზრდელია, თუმცა მხოლოდ მცირედით. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, თიბისი კაპიტალის მოლოდინი უცვლელია და თიბისი კაპიტალის პირველ შერბილებას კვლავ მარტში ვარაუდობს.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები