1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა უკრაინისთვის - 100 000 ლარი ომით დაზარალებულ მოსახლეობას

თეგეტა ჰოლდინგი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. კომპანიის CSR პლატფორმაზე tegeta.care ახალია სექცია შეიქმნა - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

 

პირველი დონაცია თავისუფლებისთვის თეგეტამ უკვე განახორციელა. ჰოლდინგმა ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. დღეიდან საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე სასურველი თანხის ჩარიცხვას კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს. დონაციის მოცულობა შეზღუდული არ არის, თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე. 

 

 

"თეგეტა ჰოლდინგი მეგობარი უკრაინელების გვერდით დგას. საომარი მოქმედებების პირველივე დღიდან კავშირზე ვართ უკრაინელ პარტნიორებთან და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას ვთავაზობთ. თეგეტას გუნდის წევრები აქტიურად გამოთქვამენ მხარდაჭერის სურვილს. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე დავამატეთ ახალი სექცია და იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება. გვჯერა, რომ დღევანდელ დღეს უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს ზრუნვას თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე.  “ - აცხადებს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.

 

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თეგეტა ჰოლდინგმა დამატებით 20 000 ლარი, 2 მარტს უკვე გადაირიცხა "ნანუკას ფონდში უკრაინისთვის“.

 

ფინანსური კონტრიბუციის გარდა, თეგეტა თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიის ყველა ფილიალში უკრაინის ეროვნული დროშა განთავსდა.  მხარდამჭერი სტიკერები და ინფორმაცია უკრაინის თავისუფლებისთვის შექმნილი ფონდის შესახებ სერვისცენტრებში მისულ ყველა მომხმარებელს ურიგდება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები