1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

''სოკარის'' სათაო ოფისში ხოჯალის გენოციდის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

 

2022 წლის 24 თებერვალს, თბილისში, სოკარ ენერჯი ჯორჯიას სათაო ოფისში გაიმართა ხოჯალის გენოციდის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის ცერემონია. ცერემონიაზე მოწვეულები იყვნენ ჰოლდინგ სოკარ ენერჯი ჯორჯიას თანამშრომლები და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა და სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხოჯალის გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ხსოვნის ცერემონიაზე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, რომელიც ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტის ლეილა ალიევას ინიციატივით 2016 წელს შეიქმნა საერთაშორისო კამპანიის “სამართლიანობა ხოჯალისათვის” ფარგლებში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები