1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შაბათს ყველაფერს გავაჩერებთ” – მედიის წარმომადგენლები 17 ივლისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, მორიგი მასშტაბური აქცია 17 ივლისს დაანონსდა.

მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება. 

“ინტერპრესნიუსთან” საუბრის დროს, “ტვ პირველის” დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მასშტაბური აქცია შაბათს 18:00 საათზე დაიწყება:

“გაიმართება დიდი აქცია, შაბათს გავაჩერებთ ყველაფერს.” – თქვა ვატო წერეთელმა.

IPN-თან გეგმებზე საუბრობს მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილიც:

“აქციები არავითარ შემთხვევაში არ შეწყდება. საქმის ავანგარდში მედიამენეჯერები არიან. დღეს უკვე გაითიშა ოთხი მედიასაშუალება და ეს არის პირველი წერტილოვანი დარტყმა. აქციების არავითარი გადადება და შეწყვეტა არ იქნება.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, პირველი მასშტაბური აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, რომელიც 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, ძალადობის მსხვერპლი გახდა, 11 ივლისს გარდაიცვალა. იმავე დღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება – პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და დამნაშავეების უმკაცრესი დასჯა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები