1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დღეიდან ვარღვევთ „კომენდანტის საათსაც“, თავზე ვიმხობთ ყველაფერს და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, ვინც გაბედავს და დაგვაჯარიმებს“ – გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებისთვის რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ეხმაურება.

„მანქანებზე ვიდეოჯარიმების ჩამოწერა არ სჯობდა? უფრო მეტი ამომრჩევლის გულს მოინადირებდით)).

ანუ დღეიდან ვარღვევთ „კომენდანტის საათსაც“, რეგულაციებსაც, თავზე ვიმხობთ ყველაფერს და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, ვინც გაბედავს და დაგვაჯარიმებს.

ჩემი ჯარიმა ჯარიმაა და სხვისი ჯარიმა კიტრია?)))) მალე დენის და გაზ-წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ, ოღონდ რამენაირად 43 პროცენტი შეაკოწიწონ არჩევნებზე”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწერებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები