1 1 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, უზბეკეთის აუთსორსინგის კონფერენცია ჩატარდა.

 

კონფერენციამ ერთგვარი პლატფორმის როლი შეასრულა დამსწრე ბიზნესებისთვის პოტენციური პარტნიორების აღმოსაჩენად და ინფორმაციის მისაღებად უზბეკეთის ბაზარზე არსებული სტრატეგიული უპირატესობების შეასახებ. უზბეკეთი მზადაა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი რესურსები და გამოცდილი სამუშაო ძალა იმ ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც დივერსიფიცირებას და აუთსორსინგის ოპერაციების გაძლიერებას გეგმავენ.

 

კონფერენციაზე დამსწრე ბიზნესები გაეცნენ უზბეკეთის ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს, რომელიც მათ 0%-იან განაკვეთებს სთავაზობს კორპორაციულ, სოციალურ, ქონებისა და მიწის გადასახადებზე; ასევე, მიიღეს წვდომა შრომისუნარიანი ფიზიკური პირების 20 მილიონიან ჯგუფზე, რომლის დიდი ნაწილიც კარგად ფლობს ინგლისურ ენას; მიიღეს ინფორმაცია მრავალჯერადი ვიზის შესახებ, რომელიც 3 წლამდე ვადითაა ხელმისაწვდომი ინვესტორებისთვის, ბიზნესების დამფუძნებლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის; ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ უნდა დააფუძნონ ბიზნესი 3-6 კვირის განმავლობაში, ისარგებლონ უფასო საოფისე ფართით ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის ანაზღაურებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით და მიიღეს ინფორმაცია ცენტრალური აზიის ბაზარზე შესვლის შესახებ, უზბეკეთის IT პარკში გაწევრიანების გზით.

 

უზბეკეთსა და საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აერთიანებს. ამ უნიკალური მდებარეობის შედეგად, ორი ქვეყნის ეკონომიკა მრავალფეროვნებითა და მძლავრი სამეწარმეო შესაძლებლობებით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, ბიზნესსექტორის განვითარების ტემპი, ამ 2 ქვეყანაში მნიშვნელოვანდ განსხვავდება. დიდი პოტენციალის მიუხედავად, საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა ბაზრის სიმცირე, მაღალი კონკურენცია და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

 

უზბეკეთის ბაზრის უპირატესობას წარმოადგენს მოსახლეობა, რომლის მოსახლეობის შრომისუნარიანი ნაწილი მთლიანი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს და ასევე, განათლების სისტემა, რომელიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ყოველწლიურად 125 000 კვალიფიციურ პროფესიონალს ამზადებს ბაზრისთვის. საქართველოსთან შედარებით, ნაკლები ბიუროკრატიის შედეგად, უზბეკეთი მიმზიდველად იქცა იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც აუთსორსინგის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავენ მიზნად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები