1 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„საქსტატი“ - სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 2023 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,

მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები.

მისივე თქმით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე უძრავი ქონების სექტორებში.

"როგორც მოგეხსენებათ 2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაზრდილია დაახლოებით, 13%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 18%-ით.

2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით, 14%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდ.მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით.

3%-ით გაზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 170 მილიონ ლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში - მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან, ასევე სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 9% სამშენებლო მასალების იმპორტი და 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა ცემენტის იმპორტის მიმართულებით.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, რომლის გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდა.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ავტომობილებით ვაჭრობის გაფართოებასთან. დაახლოებით, 97%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად ყირგიზეთის და ყაზახეთის მიმართულებით, თუმცა ასევე გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელით და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის მოცულობაც.

სასტუმროების და რესტორნების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საერთაშორისო ტურიზმთან. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი საერთაშორისო ვიზიტი, რაც 21%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს.

რამდენიმე სექტორში ზრდის მიუხედავად კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც კლების გამომწვევ ძირითად მიზეზად გვევლინება მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მოცულობების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 28-29%-ით არის შემცირებული ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი ძირითადად, რუსეთის და ამერიკის მიმართულებით.

ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში კლებას განაპირობებს დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების მოცულობის შემცირება, ხოლო რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს - აქ კლება ძირითადად დაკავშირებული იყო საკუთარი ან იჯარით აღებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გაქირავებასთან და მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...