0 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანგოგოს სწავლას დაუფინანსებს

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტის, მომავალიგემის კაპიტნის, მარიამ ტუსკიას ერთი წლის სწავლის საფასურს „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ დააფინანსებს. საჩუქარი მას მეზღვაურის პროფესიულ დღეს საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა. 

მარიამი საზღვაო აკადემიის იმ გოგონებს შორისაა, რომლებმაც გაბედული ნაბიჯი გადადგეს, გეზი დინების საწინააღმდეგოდ აიღეს და სტერეოტიპულად „არაქალური“ პროფესია აირჩიეს. მან პირველ პროფესიაზე, ბიზნესადმინისტრირებაზე,უარი ორი წლის წინ თქვა და ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი ახლობლებსაც გამოუტყდა, რომ ახალი ოცნება ჰქონდა - გემის კაპიტანი უნდა გამხდარიყო. 

მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის,გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ორი წლის წინ, როცა ამ პროფესიის არჩევა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რეალურად სად მივდიოდი. მას შემდეგ, რაც სწავლის პროცესში ჩავერთე და მივხვდი, რას ნიშნავს ეს პროფესია, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ისაა, რისი კეთებაც მინდა. როცა პრაქტიკა დავიწყეთ და ზღვაში პირველად გავედით, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ ხმელეთზე დაბრუნება აღარ მინდოდა. 

მიყვარს გამოწვევები, სიახლეების ძიება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. არ მიჭირს სირთულეებთან გამკლავება, ამიტომ ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილებაც ძალიან მყარია. ჩემზე არც იმ არასერიოზულ და ზედაპირულდამოკიდებულებას უმოქმედია, რომელიც ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შემხვდა, როცა საზღვაო აკადემიაში სწავლა გადავწყვიტე. იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის გოგოს საქმე და მალე შევიცვლიდი გადაწყვეტილებას. მაშინ კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, დამემსხვრია ჩემ გარშემო არსებული სტერეოტიპები და ჩემი არჩევანისსერიოზულობაში ყველა დამერწმუნებინა. ახლა მათაც სჯერათ, რომ შევძლებ ოცნების ახდენას - კაპიტნის წოდებასაც მოვიპოვებ და მომავალში ჩემი გემიც მეყოლება“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ მეზღვაურების მხარდაჭერას უკვე მესამე წელია აგრძელებს. წელს კი კომპანიამ ღონისძიების ოქროს სპონსორის სტატუსი მიიღო. მარიამ ტუსკია მეორე გოგონაა, რომლის სწავლის საფასურსაც კომპანია გადაიხდის. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მიერ მექანიკოსი მარიამ გურგენიშვილი დაფინანსდა. 

გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ პოლიტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილია მეზღვაურების მხარდაჭერა და განსაკუთრებით იმ გოგონების წახალისება, რომლებმაც საზღვაო პროფესიები აირჩიეს.გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს გაბედული და მამაცი ადამიანების მომავალ წარმატებაში. სწორედ ისინი ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები და რომ მათაც ისევე შეუძლიათ იყვნენ წარმატებული მექანიკოსები და კაპიტნები, როგორც მამაკაცებს.

მეზღვაურის პროფესია ქვეყნის წარმატებისთვის საკვანძო მიმართულებადაა მიჩნეული. მეტი წარმატებული მეზღვაური ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მარიამ ტუსკია იმ რამდენიმე გოგოს შორის შეარჩია, რომლებიც საზღვაო აკადემიაში ახლა სწავლობენ. რეკომენდაცია თავად აკადემიისგან მიიღო. როგორც ამბობს, მოხარულია, რომ უკვე მოახერხა და სასწავლებელში ყველას თავი დაამახსოვრა. ახლა კი, „ ტოიოტა ცენტრი ბათუმთან“ ერთად, საშუალება აქვს, იმ გოგონებს შემატოს გამბედაობა, რომლებსაც მეზღვაურის პროფესიის არჩევა სურთ. 

მარიამ ტუსკია, ბათუმის საზღვაო აკადემიის,გემის ნავიგაციის სტუდენტი: „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ჯილდოსთვის ვფიქრობ, სწავლისადა მონდომების გამო შემარჩიეს. 16 წლიდან ვმუშაობ და სამსახური ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ახლაც, სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში სუპერვაიზერის პოზიციაზე ვარ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ყველას თავი დავამახსოვრე იმით, რომ გამოცდებზე მაქსიმალურ ქულებს ვიღებ. ეს ფაქტი ყველას ძალიან უკვირს. ის, რაც ადამიანს ძალიან უნდა და რისკენაც მთელი გულით ისწრაფვის,აუცილებლად მიღწევადია. 

ძალიან მიხარია, რომ სტერეოტიპები იმსხვრევა და მსგავსი წამახალისებელი და მხარდამჭერი ნაბიჯები უდიდესი სტიმულის მომცემია ჩემთვისაც, ვინც უკვე გადავდგი ეს ნაბიჯი და მათთვისაც, ვისაც გადაწყვეტილების მიღების ჯერ კიდევ ეშინია“.

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ სამომავლოდაც გააგრძელებს საზღვაო განათლების მხარდაჭერას, სხვადასხვა კრიტერიუმებით შერჩეული სტუდენტების წახალისებას და მათ პროფესიულ წინსვლაში წვლილის შეტანას. 

--

 

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები