0 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო

 

თიბისის პარტნიორმა კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. აქვე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. „უფლისციხის მამულის“ გენერალური დირექტორი, აკაკი ავალიშვილი კომპანიის მიზნებსა და ამბიციებზე გვესაუბრა:

„ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაიბადა და კომპანია ოთხმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. ფიქრი შიდა ქართლის რეგიონზე შევაჩერეთ, ვინაიდან გვჯერა, აქ დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის და ტურისტული  მიმართულებებით. მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან და შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ 11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაც ამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.

ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების წარმოება იყო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი ღირსეულ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ.

2020 და 2021 წლებში საფუძვლიანად შევისწავლეთ ჩვენი სავარგულები. ჩავატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები და დასკვნითი შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა ქართველი და ფრანგი ექსპერტები, რომელთა რჩევითაც სამომავლო ვენახისთვის ინდივიდუალურად შეირჩა საძირეები. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ვენახი, სადაც, ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშები დავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი და  შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები.

საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად, ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია რაც ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც.

ცქრიალა ღვინოს ვამზადებთ კლასიკური, ბოთლური მეთოდით და ვაძველებთ 2 წლის განმავლობაში. წელს, მაგალითად, ვაწარმოეთ და დასაძველებლად გადავდეთ დაახლოებით 6’000 ბოთლი ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, უკვე ჩამოვასხით 4’000 ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოვამზადეთ რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.

ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კოკარდის“ ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.

1500 კვ.მ. ფართის ნაგებობაში, რომელიც როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, სივრცის ერთი ნაწილი ეთმობა ღვინის საწარმოსა და საცავებს, ხოლო დანარჩენში განთავსდება სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი. მარნის აშენება-მოწყობაში ინვესტირებულია დაახლოებით 1’200’000 ლარი. ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის „8000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ და „ღვინის ბირჟაზე“). ყოველწლიურად იზრდება რა ჩვენი წარმოების მოცულობა, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან - ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც.

დღეისათვის ჩვენს პროექტში ჯამურად ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება იმისთვის, რომ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით სრული დატვირთვით ამუშავდეს ჩვენი წარმოება და მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...