0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

‘მოასწარი ზაფხული’ | ლიბერთის ახალი აქცია არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო

 

“მოასწარი ზაფხული”- ლიბერთის ახალი, საზაფხულო აქცია სამომხმარებლო სესხებზე დაიწყო. აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთიში არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხით ისარგებლებს, ან სხვა ბანკიდან გადმოიტანს - ისარგებლებს გაცემის ნულოვანი საკომისიოთი. 

 

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო პირობები ვრცელდება წლიურ საპროცენტო განაკვეთზეც, რომელიც 30 ივნისის ჩათვლით 15.5%-დან განისაზღვრება (ეფექტური 18.39%-დან). 

 

ლიბერთის სახელფასე პროგრამის მომხმარებლები სასურველი თანხის დამტკიცებას, ან არსებულ სესხზე თანხის დამატებას ინტერნეტ და მობაილ ბანკიდანვე, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ.

 

ნებისმიერი სხვა მომხმარებელი კი შემოსავლების დადასტურების მარტივი პროცესის შემდეგ შეძლებს დამტკიცებული თანხის მიღებას. 

 

სესხის მისაღებად გაითვალისწინება ნებისმიერი ტიპის შემოსავალი: ხელფასი (ბონუსი, დანამატი), სერვისი, გრანტი, იჯარა, გზავნილი, დივიდენდი, რეპეტიტორის შემოსავალი.

 

„ლიბერთის სამომხმარებლო სესხის პირობები ბაზარზე კონკურენტუნარიანია. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ისეთი შეთავაზებების დაგეგმვა, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებზეა  მორგებული.

 

“მოასწარი ზაფხულის” აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, ივნისის თვის განმავლობაში 0%-იანი გაცემის საკომისიოთი ისარგებლონ და მიიღონ სასურველი თანხა, ნებისმიერი მიზნობრიობით. 

 

ამასთანავე, მთელი ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებული აქციები და შეთავაზებები გვაქვს დაგეგმილი”.- თორნიკე კორძაია, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. 

 

შეთავაზებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს, საზოგადოებრივ სახლებში მდებარე სერვის ცენტრებს, ან მობილურ სერვის ცენტრებს.

აქცია გრძელდება 30 ივნისის ჩათვლით.
დეტალურ პირობები: www.libertybank.ge

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...