თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში უძრავი ქონების მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია "გრემო’’ 2023 გაიმართა. უკვე მესამე წელია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ სექტორის განვითარებაზე ზრუნვას და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებისთვის საინტერესო შეხვედრებს აორგანიზებს.
წელს "გრემოს’’ ფარგლებში როგორც პრეზენტაციები, ასევე პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები გაიმართა. ძირითადი თემები, რომლის გარშემოც აჭარაში მოღვაწე სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების 70-მდე წარმომადგენელი გაერთიანდა: ბათუმის გენ. გეგმის ხედვა, ცოდნა ნიშური ბაზრების კუთხით, სამშენებლო უსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და დაფინანსების შესაძლებლებობები იყო.
“საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტის"ორგანიზებით გამართული ღონისძიება „გრემო“ აერთიანებს ჩვენს სამიზნე აუდიტორიასა და სექტორის მნიშვნელოვან მოთამაშეებს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგი ძირითადი საშუალებების დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და მარტივი გზაა, აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და საკმაოდ სოლიდური პორტფელი გაგვაჩნია. სექტორთან მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, ჩვენთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა პრიორიტეტულია. ამჯერად „გრემოს“ აჭარამ, სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა რეგიონმა უმასპინძლა. მოცემულ ეტაპზე, ქვეყნის ეს ნაწილი სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურია, სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები და ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნაც მზარდია. ღონისძიებამ მოგვცა პლატფორმა და შესაძლებლობა გვესაუბრა ახალ და აწ უკვე წარმატებულ პროექტებზე, ასევე კომერციული უძრავი ქონების ლიზინგზე, პროდუქტზე, რომელიც რეალურად პასუხობს მომხმარებლის მოთხოვნებს და დიდ ინტერესს იწვევს აუდიტორიაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ბერკეტები გავუმარტივოთ მომხმარებელს ცხოვრება, სწრაფი, მოქნილი და კონკურენტუნარიანი დაფინანსების შესაძლებლობით, რაც ასე ძალიან სჭირდება სექტორს “- ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი.
Prospect-ის მიზანია, ყოვეწლიური კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე კომპანიებს გაუზიაროს ყველაზე მნიშვნელოვანი და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საკითხები, სწორედ ამ მიზნით, წელს გრემო-ს ღონისძიება თბილისშიც, უკვე მე-3ჯერ იგეგმება.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები