0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo EX30 SUV-ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი

Volvo EX30 ახალი სრულად ელექტრო მცირე ზომის SUV, შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალე, ივნისის პირველივე კვირაში  იხილავს.

უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემების დახმარებით, ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, როგორიც მაგალითისთვის, ავტომობილის კარის გაღების შედეგად ველოსიპედისტების დაზიანებაა. ევროპის ზოგიერთ ქალაქში უბედური შემთხვევების მეხუთედი სწორედ მსგავს ფაქტებზე მოდის.

ასეთი ინციდენტების შესამცირებლად, Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.

ასა ჰაგლუნდი,  ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი: "ავტომობილებს, ქვეითებს და ველოსიპედისტებს, თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაიცვან მოძრაობის წესები და გაითვალისწინონ გარშემომყოფები. Volvo EX30-ით ჩვენ ახალ დონეზე აგვყავს ქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით თანამედროვე გადატვირთულ უბნებში“.

უახლესი დამცავი სისტემები

თითქმის არ არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სცენარი, რაც ვოლვოს ახალ EX30- ში გათვალისწინებული არ არის. მასში ჩამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემები ეფუძნება კვლევას, რა დროსაც რეალურ სამყაროში მომხდარი უბედური შემთხვევები შეისწავლეს. მიღებული მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი ვოლვოს ინჟინრებმა უსაფრთხოების უნიკალური ტექნოლოგია შექმნეს.

დაცვის მაღალი დონე ყველა დეტალში გათვალისწინებულია, კარკასით დაწყებული, მექანიზმით დასრულებული.

EX30-ის შასი და უსაფრთხოების კარკასი აგებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის სხვადასხვა ფორმით, რაც ავარიის ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ასევე ახალ ელექტრომოდელში მძღოლის სავარძლის შიდა მხარეს უსაფრთხოების გვერდითა ბალიშია განთავსებული,  რომელიც იცავს მას თავისა და გულმკერდის დაზიანებისაგან, გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.


მანქანა, რომელიც გეხმარება, როცა ეს გჭირდება

EX30-ი აღჭურვილია გაფრთხილების სისტემით, რომელიც აკვირდება მძღოლის მოტორიკას, მოძრაობის ინტენსივობას და სიტუაციასთან შესაბამისობას. გარდა ამისა, ამოიცნობს, თუ როდის უშვებს მძღოლი  საჭეს ხელს. ავტომობილს ასევე აქვს სპეციალური სენსორი, რომელიც მძლავრი ალგორითმებით მუშაობს და საჭის უკან მდებარეობს. ის თვალებსა და სახეზეა კონცენტრირებული და მიმიკებს წამში დაახლოებით 13-ჯერ ზომავს. ამ გზით სისტემა იღებს ინფორმაციას მძღოლის მდგომარეობის შესახებ, ხომ არ არის მისი ყურადღება გაფანტული, ხომ არ ეძინება ან ხომ არ მოდუნდა ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.
ასევე ავტომობილს აქვს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ EX30-ს სხვა მანქანა მოულოდნელად გადაუჭრის გზას, ის ავტომატურად დაამუხრუჭებს.

დამატებით დეტალებს  EX30-ის შესახებ მომხმარებელი უკვე 7 ივნისს შეიტყობს, როდესაც სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის გლობალური დებიუტი შედგება. იმავე დღეს, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება შესაკვეთად ან წინასწარი შეკვეთისთვის შერჩეულ ბაზრებზე.

--

გასულ წელს Volvo Car Group- ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა.  გლობალური მასშტაბით  ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა      330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.  

სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას "ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. "თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...