1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ისტორიაში პირველად, პაციენტს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ ინფექცია დაუდგინდა

ახალგამოქვეყნებული კვლევის მიხედვით 36 წლის პაციენტს ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა. ეს მსოფლიოში პირველი პრეცედენტია.

ყველაფერი მაღალი ტემპერატურით, დაღლილობითა და ყელის ტკივილით დაიწყო. 2 ივლისს კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი სახესა და ტანზე გამოაყარა.

ფოტო: Journal of Infection

5 ივლისს მან საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც ექიმებმა მაიმუნის ყვავილის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზეც შეამოწმეს და მის ორგანიზმში შიდსის გამომწვევი ვირუსის არსებობაც გამოავლინეს.

მეცნიერების თქმით, ხშირად COVID-19-სა და მაიმუნის ყვავილის ნიშნები ერთმანეთს ჰგავს, კონკრეტულად სიცხე, თავისა თუ ყელის ტკივილი და ზოგჯერ გამონაყარიც. მათი განცხადებით, ასეთ სიტუაციაში პაციენტების სამედიცინო და მოგზაურობის ისტორიის, ასევე, სექსუალური აქტიურობის შესახებ ინფორმაციას შესწავლა მნიშვნელოვანია და რეკომენდებულია ისიც, რომ მაიმუნის ყვავილის დადასტურების შემდეგ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირებაც ჩატარდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები