1 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზელიმხან ხანგოშვილის მკველელობის შეკვეთაში გერმანიამ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა, სადაც აღნიშნულია, რომ ლიკვიდაციის თაობაზე დავალება რუსეთის ხელისუფლების ფედერალურმა ორგანოებმა გასცეს.

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვინმე ვადიმ კ-ს., იგივე ვადიმ ს-ს., რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის ტარების შესახებ კანონის დარღვევაში.

გამოძიება აცხადებს, რომ „უცნობ მომენტში რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელმწიფო ორგანოებმა ბრალდებულს დავალება მისცეს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების თაობაზე“.

გერმანიის პროკურატურაში მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ მასხვერპლს რუსეთის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები