0 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

15 წლის მოზარდს 1 წლის განმავლობაში კბილი აწუხებდა, ექიმთან მისვლის შემდეგ კი გაიგო, რომ ყბის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა

ჩინეთში, 15 წლის მოზარდს, ყბის  ავთვისებიანი სიმსივნე (ამელობლასტომა) აღმოაჩნდა.

China Press-ის ცნობით, მას კბილი ერთი წლის განმავლობაში აწუხებდა, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია.  ბოლოს ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ მოზარდს ქუჩაში მარტო გადაადგილებაც კი აღარ შეეძლო.

„როდესაც მშობლებმა ექიმთან მომიყვანეს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო კბილის ძლიერი ტკივილი”- იხსენებს მოზარდი

ექიმების თქმით,  მთელი წლის განმავლობაში სიმსივნემ პირის ღრუს 20%-ი მოიცვა, თუმცა მკურნალობას ჯერ კიდევ ექვემდებარებოდა.

აღსანიშნავია, რომ ამელობლასტომა – ყბის ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნედ .ითვლება, ამელობლასტომა ვითარდება ამელობლასტებისგან,თუმცა სიმსივნის უჯრედები არ შეიცავენ მიმანქარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები