2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას, ყველა წარმატებული ქალის უკან კი დამწუხრებული კაცი?!"

  ნათქვამია, “ყველა წარმატებული კაცის უკან ქალი დგას, ყველა წარმატებული ქალის უკან კი დამწუხრებული კაცი"..   გთავაზობთ მაგალითებს იმისას, თუ რა როლი იქონიეს  წარმატებულმა ქალებმა, მათი საყვარელი მამაკაცის კარიერულ წინსვლაში..

კლემენტინა ჩერჩილი და უინსტონ ჩერჩილი

  უკომპრომისო პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი თავისი მეუღლის კლემენტინას გვერდით მოსიყვარულე და სათნო ყმაწვილს ემსგავსებოდა.  კლემენტინა მისთვის საიმედო მეგობარი და მთავარი თანამოაზრე იყო.
ქალს ძლიერი ხასიათი და საღი აზროვნება გააჩნდა და იმ ცოლების რიცხვს არ განეკუთვნებოდა, რომლებიც გენიალური ქმრების ჩრდილში იმყოფებოდნენ. მეუღლეებმა სიყვარულის საკუთარი ფორმულა შექმნეს. კლემენტინამ მოახერხა გამოეცნო საიდუმლოება, თუ 57 წლიანი ქორწინების მიუხედავად მეუღლეს თავი როგორ არ მოაბეზრო და პირიქით, მას წინსვლაში დაეხმარო

ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი

შეერთებული შტატების ორმოცდამეორე პრეზიდენტი, ბილ კლინტონი  მამის გარეშე იზრდებოდა, ის ფაქტობრივად საკუთარი სტიპენდიით ირჩენდა თავს .. 

 ჰილარი იურისტი იყო და წარმატებული კარიერა ჰქონდა. 70–იან  წლებში ჰილარიმ  ბილ კლინტონს გააცნო ე.წ. „საჭირო ადამიანები“ და აქტიურად დაიწყო  მეუღლის გაპიარება,  სწორედ ამას  მოჰყვა ის, რომ კლინტონი ორჯერ აირჩიეს აშშ–ს პრეზიდენტად,  თუმცა,  1998 წელს , მისმა ურთიერთობამ მონიკა ლევინსკთან დიდი სკანდალი გამოიწვია.   დიდი ალბათობით , ეს ამბავი შეიძლებოდა რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტით დასრულებულიყო, თუმცა ჰილარიმ მაშინაც "ივაჟკაცა",  ის კლინტონს გვერდით ედგა და  მუდამ მხარს უჭერდა მას.

  ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ   ბილ კლინტონი  ამერიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იყო

კალა და სალვადორ დალი 

ოდესღაც ამ საქვეყნოდ ცნობილ ქალს სრულიად მიწიერი სახელი ელენა დიაკონოვა ერქვა, ესპანელ მხატვარ სალვადორ დალიში მან პირველმა დაინახა გენიალურობის ჩანასახები. ხოლო დალი მასთან შეხვედრამდე თითქმის შეშლილობამდე იყო მისული. გალა გახდა მისი პირველი ქალი, მუზა, მოდელი, დედა, მდივანი და მენეჯერი. ქალმა საკუთარ თავზე აიღო მხატვარზე ზრუნვის ყველა ელემენტები: უვლიდა მას, გამოფენების ორგანიზებას ახდენდა და ეძებდა დამკვეთებს.

სალვადორემ მის გვერდით ავადმყოფობისგან განიკურნა და საკუთარი თავის შესაძლებლობებში ირწმუნა. ამის შემდეგ მის ნახატებზე ჩნდებოდა ხელმოწერა “გალა-სალვადორ დალი” და მხატვარი ყოველთვის იმეორებდა, რომ მისი დამსახურებით იგი ნამდვილი მხატვარი გახდა.

“მე მიყვარს გალა უფრო ძლიერად, ვიდრე მამა, დედა, პიკასო. უფრო მეტადაც ვიდრე ფული, მადლობა შენ, გალა!” სალვადორ დალი.

სტივენ კინგი და ტაბითა კინგი 

 ტაბითა იყო ის ქალი, რომელმაც აიძულა სტივენ კინგი, რომ დაესრულებინა  ნაწარმოები „კერი“ და ამასთან,  გამომცემლობისთვის გადაეგზავნა დასაბეჭდად.. სწორედ ამ ნაწარმოების გამოცემის შემდეგ, ავტორმა 200,000 დოლარი მიიღო ჰონორარი..  ტაბითა იყო კინგის ერთადერთი მუზა და შთაგონების წყარო, სწორედ ტაბითას წყალობით გახდა სტივენ კინგი მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ მწერლად. დღეისთვის,  მისი ნაწარმოებების მიხედვით, 200–მდე ფილმია გადაღებული

მერსედეს ბარჩა პარდო და გაბრიელ გარსია მარკესი 

 მერსედესს გაბის ცხოვრებაში დიდი როლი ეკავა, სწორედ ის  იყო გაბის გვერდით მაშინ, როდესაც მწერალი „მარტოობის ას წელზე"  მუშაობდა..

  ნაწარმოების დასრულების შემდეგ, წყვილს იმის ფულიც კი  არ ჰქონდათ, რომ ის გამომცემლობაში მიეტანად გამოსაქვეყნებლად.. მაშინ მერსედესმა გაყიდა საკუთარი პირადი ნივთები, მათ შორის თმის საშრობი  ფენი და მიქსერი..  

  ჩანაფიქრმა გაამართლა, „მარტოობის ასი წელი“ მთელ მსოფლიოში ცნობილ ნაწარმოებად იქცა . მან ავტორს ნობელის პრემიაც კი მოუტანა ლიტერატურის დარგში

ვიქტორია ბექემი და დევიდ ბექემი 

ვიქტორიამ დევიდ ბექემის ჩაცმის სტილი რადიკალურად შეცვალა. ვიქტორიამდე  ფეხბურთელი მუდამ სპორტულ ტანისამოსს ატარებდა , მისი გაცნობის შემდეგ კი , ბექემის  გარდერობში სულ ბრენდული  პიჯაკები და აქსესუარები გაჩნდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები