2 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქსტატი: საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595.0 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, 2022 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 292.7 ლარი (18.2%).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 434.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 54.6 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 732.2 ლარი, გაიზარდა 16.9 პროცენტით) დარგებშია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები