0 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექსკოლას 1200-ზე მეტი მონაწილე ჰყავს

თიბისი ტექსკოლაში, მომავლის პროფესიები, მეორე სემესტრის ფარგლებში, 500-ზე მეტმა, ჯამში კი 1200-მდე უფროსკლასელმა შეისწავლა.

თიბისიმ, 2023 წელს, ახალი თაობისთვის, ტექნოლოგიების შემსწავლელი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლა დააარსა. სასწავლო პროგრამა განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის.

UI/UX დიზაინის, ვებგვერდების პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის გარდა, ტექსკოლის მოსწავლეები, ასევე ეუფლებიან - კომპიუტერული თამაშების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და მობილური აპლიკაციების შექმნას. ასევე, ვებგვერდების აწყობას, ციფრულ და ვიზუალურ კომუნიკაციებს.

„გრაფიკული დიზაინის კურსის არჩევის გადაწყვეტილება, ვიზუალური თხრობისადმი ღრმა ინტერესისა და პროფესიონალური უნარების ჩამოყალიბების სურვილიდან გამომდინარე მივიღე. ტექსკოლა დამეხმარა, რომ ჩემი ინტერესები, უნარები, შესაძლებლობები მეპოვა და გამომეცადა ჩემი თავი. ჩემი მიზანია, რომ თიბისის ტექსკოლაში მიღებული ცოდნა, ჩემს მომავალ პროფესიად ვაქციო." - ანა ბარაშვილი, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში გაიარა გრაფიკული დიზაინის კურსი.

„თიბისის ტექსკოლის დახმარებით, შევისწავლე ვებგვერდების პროგრამირება. მივიღე უდიდესი გამოცდილება, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში, ამ სფეროს სიღრმისეულად შესწავლაში დამეხმარება, რაც ამ საბაზო ცოდნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა." - ლევან გოგუა, 15 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა ვებრვერდების აწყობა.

„თიბისის განათლების პროგრამამ, მომცა შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დავუფლებოდი ჩემთვის სრულიად ახალ, ძალიან მოთხოვნად უნარს. ვისწავლე UI/UX დიზაინი, ახალ და კომფორტულ პლატფორმაზე - სახელწოდებით Figma. კურსი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და უკვე, თითქმის ყოველდღიურად, ვიყენებ ფიგმას დიზაინსა და ლექტორისგან მიღებულ რჩევებს, დიზაინთან დაკავშირებით.“ - ელენე სამსიანი, 16 წლის. თიბისის ტექსკოლაში შეისწავლა UI/UX დიზაინი.

თიბისი აგრძელებს ახალ თაობის მხარდაჭერას და უფროსკლასელებში ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას. ტექსკოლა 2024 წლიდან, აფართოებს მოსწავლეთა ასაკს და განახლებულ კურსებზე, მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მიიღებს მონაწილეებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...