1 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ეს არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინაღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს"-პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა.

მაისის სტუდენტური მოძრაობის განცხადება:

საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს. ბოლო დროს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ. პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე,არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.

გასაგებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი. მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ. დაუშვებელია, სტუდენტებს უწევდეთ საუნივერსიტეტო სივრცეში ძალოვანი უწყებების პირისპირ ყოფნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში აკადემიურ სივრცეში სისტემის მიერ ხელდასმული ადამიანები მუშაობდნენ. მათი ნაწილი დღესაც იკავებს მოწინავე თანამდებობეს და გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით. აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინაღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს. „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარის ფაქტის შესახეხ. გვითხრას, თუ რატომ მისცეს პოლიციას სტუდ-ქალაქში შესვლისა და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების უფლება. სხვა შემთხვევაში, საჯაროდ დაგმონ პოლიციის მოქმედება და მოითხოვონ საჯარო პასუხი. გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც. პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები