1 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ქალმა დაიჭირა” – ბავშვი წლისა და 3 თვისაა

ხაშურში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქალმა დაიჭირა, – ამ ინფორმაციას რადიო "მოზაიკა” ავრცელებს. ერთი წლის და 3 თვის ასაკის ბავშვმა მოტეხილობა მიიღო. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

"სტუმრად იყო მისული დედა თავის შვილთან ერთად. ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაბლა მდგომმა ქალმა მოასწრო მისი დაჭერა, თუმცა მოტეხილობა მაინც მიიღო”, – ამბობს თვითმხილველი.

"ეს ბავშვი ჩემი ძმისშვილია და ყველაფერი კარგად არის, არაფერია სანერვიულოო. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ყველფერი კარგად არის,  არაფერი არ სჭირს ბავშვს, მადლობა ღმერთს”, – წერს ბავშვის ბიძა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები