1 6 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მცენარეული ალერგიები, რომლებიც 24 აპრილამდე ვრცელდება - კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი 18-დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს.

“18-დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზია:

თხილმა (Corylus), მურყანმა (Alnus) და თელამ (Ulmus) დაასრულეს ყვავილობა.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

🌳🌳🌳 ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.


🌳🌳🌳იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
🌳🌳🌳 რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
🌳🌳🌳ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
🌳🌳🌳ყვავილობა დაიწყო მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და კაკალმა (Juglans) მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
🌳🌳🌳დამტვერვა დაიწყო თუთამ (Morus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
🌲🌲🌲მოსალოდნელია დამტვერვა დაიწყოს ფიჭვმა (Pinus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
🌿🌱🌱მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა, მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდეს მათი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე.
🍄🍄🍄სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები