0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა…ხომ დაუჯერებელი ამბავია,მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარ საათში დაგვემართა”

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია თავსგადამხადრი ინციდენტის შესახებ წერს:
“საოცარი საღამო მქონდა, ეხლა უკვე მეცინება,მაგრამ ჯერ მანქანის კარი მოვირტყი თვალთან და უშველებელი კოპით და დალურჯებული თვალით დავრჩი, მერე,ზუსტად 15 წუთში ,მანქანაში რომ ჩავჯექი და კირვალა ყინულებს მადებდა, ვიღაც სულელი თინეჯერი შემოგვასკდა მანქანაზე და კინაღამ სული გაგვაფრთხობინა. ბოლოს, ჩემმა შვილმა დაზღვევას რომ დაურეკა და ისინი წამოვიდნენ შემთხვევის ადგილას,დაზღვევის მანქანაც ავარიაში მოყვა(კარგად არიან,მადლობა ღმერთს).ხომ დაუჯერებელი ამბავია,მაგრამ ეს ყველაფერი ნახევარ საათში დაგვემართა.ხოდა, ეხლა ვზივარ და ვფიქრობ ,ვინ გამთვალა, გამოტყდით. ხვალ გადაცემაში ჩალურჯებული თვალით თუ დამინახავთ, არ ჩათვალოთ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვინმემ მცემა. როგორ გინდა ასე წაიყვანო გადაცემა, არადა,ეთერი მაქვს” , – წერს ინგა გრიგოლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები