1 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალციხეში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა

ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა მეზობლები ნაჯახით დაჭრა. მამაკაცს თავდაპირველად ორ მეზობელთან დაპირისპირება მოუვიდა. რის შემდეგაც მან ორი ადამიანი ნაჯახით დაჭრა.

ორივე დაშავებული შუახნის მამაკაცია. დაშავებულები ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისში გადაჰყავთ, მეორე კი ახალციხეში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები