1 8 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ 1975 წელს დაბადებული ი.ჩ.  დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 1958 წელს დაბადებულ ბ.ლ.-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები