1 8 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქართული წარწერები ტერორისტების იარაღზე - სუს-ი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობს, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები.

„მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Daily Mail -ის ინფორმაციით, იმ ტერორისტების ავტომატების მჭიდებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში 40 ადამიანი მოკლეს, ქართულენოვანი წარწერები ჰქონდა. ბრიტანული გამოცემა შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები