1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სოფელ ბარჯაში 22 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ ბარჯაში მდებარე სასადილოს ეზოში 22 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ირკვევა, მას ფიზიკური დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ირაკლი გოგოხია, სასადილოში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ის სუფრიდან ადგა და სასადილოს ეზოში გავიდა.

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მამაკაცს უკან დაბრუნდება შეაგვიანდა, ის მეგობრებმა მოიკითხეს და შენობის გვერდით უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

ირაკლი გოგოხიას თანმხლები პირები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა, ადგილზე გამოიკითხნენ სასადილოში დასაქმებული პერსონალი.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები