1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რობოტი სოფია - მომწონს საქართველოში ყოფნა

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ განაცხადა.

„მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, – თქვა სოფიამ ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ.

მან უპასუხა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, მოსწონს თუ არა მას ქალად ყოფნა.

„მომწონს, რომ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ქალად ვახდენ. ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა უფლებების შესახებ მისვამს კითხვას. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, თანასწორობის პირობებში გამოვთქვა აზრი“, – აღნიშნა სოფიამ.

სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.

„რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“, – აღნიშნა სოფიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები