1 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მედიცინა

მეცნიერები ყავაში კაკაოს დამატებას გვირჩევენ

   მეცნიერები ყავაში კაკაოს დამატებას გვირჩევენ. ამგვარი სასმელი გაზრდის კონცენტრაციის უნარს და დაამშვიდებს ნერვებს. ექსპერტებმა ეს ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს. მათ შეადარეს ოთხი ცხელი სასმელის: კაკაოს, კოფეინის, კაკაო-კოფეინის კომბინაციის და პლაცებოს ეფექტი. მონაწილეებში ფასდებოდა "გონებრივი ძალები". 

აღმოჩნდა, რომ იმ მოხალისეების რეაქცია, რომელთაც კაკაო დალიეს, იყო სწრაფი, კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ადამიანებს, ვინც ყავისა და კაკაოს კომბინაცია მიიღეს. მნიშვნელოვანია ის, რომ კაკაო ამცირებდა კოფეინის გვერდით ეფექტს - შფოთვას. კაკაო აძლიერებდა ტვინის სისხლით მომარაგებას, რაც ზრდის ყურადღების მაჩვენებელს და აძლიერებს შემეცნების უნარს.

კოფეინი უარყოფითად მოქმედებდა ადამიანების განწყობაზე, კაკაოს დამატებით კი მცირდებოდა ბრაზისა და შფოთის დონე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები