2 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

 

7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექ კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი ბიძინა მაცაბერიძე გამოვა.

„თიბისიში ამჟამად ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეს არის ძალიან დიდი და ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, მათ შორის ბევრი უცხოელია, რომელიც დისტანციურად მუშაობს ჩვენთან. ამიტომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო თიბისის ტექნოლოგიების გუნდში სამუშაოდ, სადაც შეიძლება დიდ გამოცდილების მიღება პროცესებში უშუალო ჩართულობით თუ მონაწილეობით და პროფესიონალებთან მუშაობით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, ქვეყანაში ვიყოთ გამორჩეული კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობა, აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს (თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი), რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს.

იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე. შემდეგ სცენა DevOps-ზე ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას"

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები