საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
Volvo EX30-მა ქალაქის პირობებშიგადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მოიპოვა
Volvo EX30 მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის მოხვდა
ნიუ-იორკის საერთაშორისო „AUTO SHOW“-ზე Volvo EX30-ს 2024 წლის ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მიანიჭეს. ამავდროულად, ყველაზე კომპაქტური SUV-ი 38 ნომინანტიდან მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის დაასახელეს.
Volvo EX30 World Car Awards-ის ჯილდოზე პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. ავტომობილმა საყოველთაო აღიარება მაშინვე მოიპოვა. EX30 უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა წლის საუკეთესო ავტომანქანის წოდება„The Sun Car“-ის ვერსიით, წლის საუკეთესო კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა/ქროსოვერი „Sunday Times“-ის ვერსიით და წლის საუკეთესო ეკომეომარი ჟურნალ „Top Gear“-ის ვერსიით.
ჯიმ როუანი, Volvo-ს აღმასრულებელი დირექტორი:„EX30-ის მიერ მორიგი ჯილდოს მოპოვება სასიხარულო ფაქტი და ჩვენი ამბიციური, ელექტრიფიკაციის სტრატეგიის გაგრძელებაა. მოდელთან დაკავშირებით მომხმარებელთა რეაქციამ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. დადასტურდა, რომ ის იდეალური ავტომობილია დღევანდელი ბაზრისთვის და მომხმარებელთა მოთხოვნებს სრულად პასუხობს - ელექტრომობილზე სულ უფრო მეტი მძღოლი გადადის. დარწმუნებული ვარ,რომ EX30 მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს განვითარებას.
EX30-მ გამოჩენის დღიდან მომხმარებელშისწრაფად მოიპოვა პოპულარობა - ჩვენი შეკვეთების პორტფელით თუ ვიმსჯელებთ, ველით, რომ წელს ის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდება. ეს არის ყველაზე კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა იმ მოდელებს შორის, რომლებიც ოდესმე შეგვიქმნია. ის აგებულია სპეციალურად შექმნილ ელექტრომობილის პლატფორმაზე. გარდა იმისა, რომ ავტომანქანას ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს, წარმოების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმონახშირბადის კვალის მინიმუმამდე შემცირებას“.
Volvo EX30-ის დამუხტვა ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორებიცაა გარე და აკუმულატორის მიმდინარე ტემპერატურა, დამტენისმოწყობილობა და აკუმულატორისა და თავად ავტომობილის მდგომარეობა.
EX30 კარგი შენაძენია Volvo-ს სამოდელო ხაზისთვის, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში რამდენიმემიმზიდველ Plug-in ჰიბრიდულ და ზომიერ ჰიბრიდულ მოდელს მოიცავს. აღნიშნული ავტომანქანების წარმოება მნიშვნელოვანი ეტაპია Volvo Cars-ის ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები 2030 წლისთვის.
-------------------------------
Volvo Cars 2023 წელს
მთლიანად 2023 წლის განმავლობაში, Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი 2023 წელს რეკორდული იყო - 399,3 მილიარდი შვედური კრონა, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვმა ასევე რეკორდულ 708,716 ავტომანქანას მიაღწია.
Volvo Car Group-ის შესახებ
კომპანია Volvo Cars 1927 წელს დაარსდა. დღეს ისმსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი "VOLCAR B"-ს სიმბოლოთი ივაჭრება.
„აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ“ - ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია, გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.
2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი - გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
კომენტარები