საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
მთელ მსოფლიოში მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე ვეგანური სამზარეულო ჯერაც სიახლეა. თავად იდეოლოგიას, აქტიურად თუ პასიურად, ბევრი იზიარებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, და მსგავსი კაფეები და რესტორნები ნელ-ნელა საქართველოშიც ჩნდება.
ანა თოფურიასთვის, ვეგანურ ბისტრო Plantastic kitchen-ის თანადამფუძნებლისთვის, ვეგანური კულინარია თავდაპირველად მხოლოდ ჰობის წარმოადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად იდეოლოგია, ცხოველთა უფლებები, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ამ მსოფლმხედველობას ბოლოდე იზიარებდა.
„პანდემიის დროს, ჩაკეტილობაში, ამ ჰობიმ უფრო სერიოზული სახე მიიღო. ბუნებრივია, სახლში ბევრ დროს ვატარებდი და გადავწყვიტე, ბლოგი შემექმნა, სადაც გავაზიარებდი ვეგანურ რეცეპტებს და სასარგებლო რჩევებს. ამ ყველაფერმა ინტერესი გამოიწვია და, პანდემიის შემდეგ, ჰობი ნელ-ნელა კომერციულ საქმიანობად იქცა. მიმიწვიეს ფესტივალებზე, ღონისძიებებზე, სადაც ხალხს ვუზიარებდი რეცეპტებს. უკვე ცოცხლად ვაკეთებდი იმას, რასაც მანამდე ვიდეოების სახით ვდებდი“.
ბისტროს გახსნა ანამ 2023 წლის აგვისტოში გადაწყვიტა და, პარტნიორთან ერთად, თიბისი ბანკის მიმართა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი სტარტაპის დაფინასებას ამ ბანკის დახმარებით იოლად შეძლებდა. ასეც მოხდა, სესხი უპრობლემოდ მიიღო და ბიზნესიც წამოიწყო, რომლის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია. როგორც თავად ამბობს, საქმეს უფრო გულით მიუდგნენ, ვიდრე ცივი გონებით, რამაც, შედეგიდან გამომდინარე, გაამართლა.
ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ბისტრო, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ვეგანურ კაფეს. ადამიანი, რომელიც პირველად სტუმრობს მას, ვერაფრით (მენიუს ჩათვლით) მიხვდება, რომ ვეგანურ სამზარეულოსთან აქვს საქმე. მიუხედავად ფართის სიმცირისა (50 მ. კვ.), კონცეფცია, ბრენდინგი, ინტერიერი კარგად გააზრებული და ხანგრძლივი ფიქრის შედეგია. სტერეოტიპული მწვანე ფერის გამოყენებაზე უარი თავიდანვე თქვეს და ბისტრო უფრო ამერიკულ დაინერს წააგავს. კერძები, უმეტესად, ცნობილი სწრაფი კვების ქსელების მენიუს იმეორებს – აქ ყველაფრის რეპლიკაცია ხდება – ბურგერის, სტეიკის, ჰოთდოგის და სხვ. ქართული დღეებიც ხშირად იმართება, სადაც სტუმარს ვეგანური ხინკლისა და ქაბაბის დაგემოვნება შეუძლია.
ბისტროს სტუმრები, ძირითადად, 20-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, რომელთა მოტივაცია ძალზე განსხვავებულია ხოლმე. ნაწილისთვის Plantastic kitchen-ში სადილობა იდეური თანამოაზრეობის გამოხატულებაა, ნაწილს სურს ცხოველური პროდუქტებისაგან თავისუფალი დღე ჰქონდეს, ნაწილისთვის კი ხორცის შემცვლელით დამზადებული ტრადიციული კერძები ცნობისმოყვარეობის საგანია და ახალი კულინარიული გამოცდილება. სამზარეულოს გარდა, Plantastic kitchen-ი სტუმრებს ბარის ფართო ასორტიმენტსაც სთავაზობს, რომელიც სრულიად ვეგანურია.
ყოველდღიური მენიუს გარდა (ვეგანური ერბოკვერცხი ვეგანური სოსისით, ბურგერი, ჰოთდოგი, თევზი და კარტოფილი, ვეგანური ხაჭაპური, ხინკალი და ა. შ.), ყოველ შაბათ-კვირას იმართება მექსიკური, კორეული, იაპონური თუ სხვა ნაციონალური სამზარეულოს დღეები, როდესაც ბარი და სამზარეულო სინთეზშია.
კერძების ინგრედიენტების შერჩევას, ანას თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
„უმეტესი ნედლეული ჩვენი ტიპის სამზარეულოსთვის ფრეშ-პროდუქტებია, ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, ბურღულეული, რომლებიც საქართველოში ხარისხიანია და მომარაგება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. განსაკუთრებულად გვიხარია, რომ, ძირითადად, სწორედ ადგილობრივი პროდუქტით ვამზადებთ კერძებს, მაგრამ არის ინგრედიენტები, რომლებიც უცხოეთიდან შემოდის. ასეთია ხორცის და ყველის სუროგატები. ეს პროდუქცია ყოველთვის პრემიუმ ბრენდების გვაქვს. ყველაზე მაღალი კლასის ვეგანური რესტორნებიც მათ იყენებენ. ამაზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. სამწუხაროდ არის პროდუქტები, რომელიც ან ძალიან ძვირია ან საერთოდ არ მოიპოვება ადგილობრივ ვბაზარზე. ეს გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობთ ხელმისაწვდომი პროდუქტების გამოყენებით გავამრავალფეროვნოთ მენიუ“.
კაფეში დასაქმებული 12 ადამიანიდან ყველა ვეგანია, შესაბამისად, ვეგანურ სამზარეულოში გარკვეულიც, ამიტომ მენიუს გამრავალფეროვნებისა და დეფიციტური პროდუქტის ჩანაცვლების პრობლემის გადაჭრის გზა ყოველთვის იოლად გამოინახება ხოლმე.
სამომავლოდ Plantastic kitchen-ი გაფართოებაზე და იმავე, ან სხვა კონცეფციის რესტორნის გახსნაზე ფიქრობს, მაგრამ იდეოლოგია, ცხადია, უცვლელი დარჩება.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
სექტემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები