1 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში, ბორჯომში მცხოვრები პირი დაუკავშირდა ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და სთხოვა დახმარებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოეხდინათ ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით შესთავაზა დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა. აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც მოხდებოდა 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია.

საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში“, – აცხადებენ უწყებაში.

სუს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:17

    10 წლიდან 18 წლამდე ასაკის ათეულობით გოგონას და ა...

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 8 ფაქტი გამოავლინა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები 32 წლის მამაკაცი დააკავა. აღნი...

  • 13:36

    ქარელში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 2 ძმ...

    პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,...

  • 12:28

    მამაკაცი, რომელსაც სოფელ ახაშენში ცოლისა და ორი მე...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვი...

  • 16:08

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგა...

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა. ადგილობრივების თმით, ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც ორ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სამივე ...

  • 12:06

    პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც საზღვარგარეთ მყო...

    სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უ...

  • 12:02

    ხობში ძმამ ძმა ნამგლით დაჭრა...

    ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით...

  • 18:54

    15 წლის გოგონამ 74 წლის მამაკაცი მოკლა - მას ორთვ...

    გორის რაიონულმა სასამართლომ 74 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულ 15 წლის გოგონას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმც...