0 9 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს.. დიდი ოპტიმიზმით ველოდები გადაწყვეტილებას" - ღარიბაშვილი

ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„საქართველომ ძალიან გამჭვირვალე პროცესი განახორციელა და 12-ვე რეკომენდაცია მაქსიმალურად შევასრულეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში. ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე, ღია და სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ხელისშემშლელი გარემოებები არსებობდა, ძალიან ბევრი ხელოვნური ბარიერი იქნა შექმნილი ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს და წინასწარ რამე დავაანონსო, მაგრამ ჩემი მოლოდინი არის შემდეგი - ვითვალისწინებ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს, ასევე გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, ვითარებას, რომელიც შექმნილია მსოფლიოში, ასევე ვითვალისწინებ იმ პრეცედენტებს, რომლებიც შეიქმნა, რომ შარშან მოლდოვას, უკრაინას და ბოსნია ჰერცეგოვინას მისცეს კანდიდატის სტატუსი, რომლებსაც საკმაოდ დიდი ჩამორჩენა ჰქონდათ და საქართველოსთან შედარებით დღესაც აქვთ და მე დიდი ოპტიმიზმით ველოდები ჯერ 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას და შემდეგ დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მე არ მინდა ამაზე მეტი ვუთხრა ჩვენს ხალხს. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სისტემატურ კოორდინაციაში ვიმყოფებით ჩვენს ევროპელ კოლეგებთან.

 

ბოლო პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კოორდინაცია და ინტერაქცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო მთელი რიგი დაზუსტებები. ჩვენ საკმაოდ მოკლე პერიოდში, რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო შთამბეჭდავი პროგრესიც ვაჩვენეთ, რომელიც აღვნიშნე ჩემს შეხვედრებზე. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კომისარ ვარჰეისთან და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მე პირადად და ჩვენი მთავრობა ძალიან მადლიერია კომისარი ვარჰეის, რომელიც არის ერთ-ერთი ღია და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის და მხარდამჭერი იმისა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩემი გზავნილი არის მარტივი - ჩვენ, ჩვენი ხალხი, მთავრობა და ხელისუფლება ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, რადგან ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი რაც შესაძლებელი იყო ამ მოკლე პერიოდში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები