0 6 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ძალიან კარგია რომ პრემიერის შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის. უბრალოდ, ცუდი ისაა რომ სხვისი შვილები სწავლის გადასახადის გადახდასაც ვერ ახერხებენ ქართულ უნივერსიტეტებში"- გიორგი კაპანაძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყებს, რომელშიც წერს:

"ძალიან კარგია რომ პრემიერის შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის. ვულოცავ მას და ყველა სხვა სტუდენტსაც, ვინც წარმატებას აღწევს. 

 

უბრალოდ, ცუდი ისაა რომ სხვისი შვილები სწავლის გადასახადის გადახდასაც ვერ ახერხებენ ქართულ უნივერსიტეტებში და შედეგად, 60 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. 

 

ცუდი ისაა რომ ქვეყნის  პრემიერი, თავისივე დეკლარაციის მიხედვით, დემონსტრაციულად გვეუბნება რომ საჯარო სკოლები არ ვარგა… 

 

ცუდი ისაა რომ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, რომლის საათების კოლექციის ფასი უფრო მეტია, ვიდრე 200 სტუდენტის სწავლის წლიური გადასახადი, სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

 

ცუდი ისაა რომ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელზეც პრემიერი ბოლო დროა საუბრობს, ლამის შეუჩერებლად, მხოლოდ მათზე - ჩინოვნიკებზე აისახება და არა - ხალხზე. 

 

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. 

 

არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, ყველას უნდა ჰქონდეს ბედნიერებისაკენ სწრაფვის, კარგი განათლების მიღების, წარმატებისა და ღირსეულად ცხოვრების უფლება."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები