სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა...
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
|
სუსი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ათობით ფაილით, რომელიც სუსიდან ღია სივრცეში მოხვდა, უტყუარად დასტურდება რომ ქართული ოცნება არა მხოლოდ უთვალთვალებს, ფარულად იღებს და აშანტაჟებს სასულიერო პირებს, არამედ, ღიად და მიზანმიმართულად ებრძვის ეკლესიას.
კერძოდ: სუსიდან გაჟონილი ფაილებიდან ირკვევა რომ ქართული ოცნება ფარულად აწარმოებს ვიდეო-გადაღებებს მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირებში. იწერს მათ პირად ცხოვრებას, სწავლობს მღვდლებისა და ეპისკოპოსების სუსტ მხარეებს, რათა შემდეგ შანტაჟითა და მუქარით აიძულოს რეჟიმის მხარდაჭრა.
მაგალითად: ერთ ფაილში (ნუმერაცია პირობითია) საუბარია ეპისკოპოსის საყვარლებზე, მეორეში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მიერ რუსულ აგენტურასთან კავშირზე, მესამეში სასულიერო პირის ნარკოდამოკიდებულებაზე, მეოთხეში მღვდლის მიერ „კრაკადილის“ მოხმარებაზე, მეხუთეში, სინოდის წევრის პირადი ცხოვრების დეტალებზე, მეექვსეში პატრიარქის გარემოცვის ცხოვრების წესზე, მეშვიდეში სინოდის წევრების დაშანტაჟებაზე, მერვეში სინოდის წევრების თვალთვალზე, მეცხრეში სინოდის ერთერთი წევრის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე, მეათეში სინოდის წევრის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლის დანაშაულზე...
ფაილები იმდენად მძიმე და პირადი ხასიათის ინფორმაციას შეიცავს, რომ ჩვენ კატეგორიულად არ ვახდენთ იმ სასულიერო პირების იდენტიფიცირებას, რომელთაც ეს ინფორმაცია ეხებათ.
თუმცა, ფაქტი ჯიუტი და საგანგაშოა: ქართული ოცნების რეჟიმი უსმენს და უთვალთვალებს, წერს და აშანტაჟებს, ემუქრება და უღებს სინოდის წევრებს, პატრიარქის გარემოცვას, სასულიერო პირებს...
ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს ეკლესიის სრულ დისკრედიტაციასა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მუქარა-შანტაჟით დაყოლიებას...
ქართული ოცნების რეჟიმი ებრძვის დედა-ეკლესიას და შეურაცხყოფს საპატრიარქოს...
სუსიდან გაჟონილი ყველა ფაილი შექმნილია 2012 წლის ანუ ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ.
ფაილები ღია სივრცეში აიტვირთა. მას თან ერთვის ტექსტი, რომელიც როგორც მისივე შინაარსიდან ირკვევა, შედგენილია სუსის ყოფილი თანამშრომლის მიერ.
“ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებსთქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთბოროტების საშუალებით!
ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესიაღვთის სახლი კი არა, ერთ-ერთი ყველაზედიდი ბუნაგია სიბილწის.
ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთისსაშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან, ყველაფერს, საპატრიარქოში - ამას არცვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენიზრუნვის საგანი, მათი კომფორტი დაუსაფრთხოება!
ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.
აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!
მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!"- წერს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმ...
"შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დ...
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. აქტივების გაყინვა და ფინანსური სანქციები. რას გულისხმობს აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება &nb...
ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მას [სალომე ზურაბიშვილი] ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
ევროკავშირმა “ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების ს...
როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის ამბებთან დაკავშირებით, ყველა ოფცია არის მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება. ვნახოთ რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არის ეს ოფცია უვი...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები